Home » ფინანსები » სესხების წინმსწრებად დაფარვის დროს საკომისიო შემცირდა
სესხების წინმსწრებად დაფარვის დროს საკომისიო შემცირდა

სესხების წინმსწრებად დაფარვის დროს საკომისიო შემცირდა

ბანკის  მსესხებელს, ვისაც  გადახდის გრაფიკით,  6 თვე აქვს დარჩენილი და წინმსწრებად სურს  დაფარვა,   2%  საკომისიო აღარ  ეკისრება.

თუ  საკრედიტო ხელშეკრულების დასრულებამდე 6-12 თვემდეა დარჩენილი, მაშინ 0.5%   და თუ 1-2 წელი -1%.

ბანკში პროდუქტის შეთავაზებისას მომხმარებელი რომ არ უნდა დააბნიონ,  პირობები შესაბამისი შრიფტით რომ უნდა  გააცნონ,  ეფექტური განაკვეთის ხარჯები განუმარტონ, – ამ და მომხმარებლის უფლებადამცველ სხვა ნორმებზე, 2018 წლისთვის,  ბანკების  სახელმძღვანელოდ, სებ-ი დამატებით ინსტრუქციას აღარ გამოსცემს.

საფინანსო ინსტიტუტები  სებ-ის მიღებული ახალი   წესით იხელმძღვანელებენ, რომელიც 2017 წლის  ივნისიდან ამოქმედდა.

ამ დროისთვის სებ-ის პრეზიდენტის ბოლო დამატებითი მითითება 28 აგვისტოთია დათარიღებული, 2017 წლის 15 იანვრიდან შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომ  საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები საბანკო კრედიტის/სესხის საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოებთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან, ასევე, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე საბანკო კრედიტის/სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის შეზღუდვებთან დაკავშირებით. აღნიშნული წერილობითი მითითების დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.

წყარო: GBC.GE

Share