Home » მსოფლიო » აშშ-ის კონგრესი ქარიშხლების შედეგის ლიკვიდაციისთვის 29 მილიარდს გამოყოფს
აშშ-ის კონგრესი ქარიშხლების შედეგის ლიკვიდაციისთვის 29 მილიარდს გამოყოფს

აშშ-ის კონგრესი ქარიშხლების შედეგის ლიკვიდაციისთვის 29 მილიარდს გამოყოფს

აშშ-ის კონგრესი ქარიშხლების შედეგის ლიკვიდაციისთვის 29 მილიარდს გამოყოფს. დღეს თეთრი სახლი კონგრესში ოფიცალურ მოთხოვნას გადაგზავნის ფედერალური ბიუჯეტიდან 29 მილიარდი დოლარის გმაოყოფის თაობაზე, რომელიც ქარშიხლების – „ჰარვის“, „ირმასა“ და „მარიას“ შედეგების სალიკვიდაციოდ უნდა დაიხარჯოს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

ამ თანხიდან 16 მილირადი დოლარი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მონაწილე პირებს უნდა გადაუხადონ, მათ, ვინც სახლ-კარი დაკარგა. ამ ადმაიანებს ახლა უფლება აქვთ სახელმწიფოსგან ფულადი ანაზღაურება მოითხოვონ.

13 მილიარდი დოლარი საგანგებო ვითარებათა მართვის ფედერალურ სამსახურს გადაეცემა, რადგან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებს სწორედ ისინი აწარმოებენ.

თუმცა ეს 29 მილიარდი საკმარისი არ იქნება და წელს თეთრი სახლი ბიუჯეტიდან თანხას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ძალიან ძვირი ჯდება პუერტო-რიკოს აღდგენა, სადაც ელექტროგაყვანილობა და ელექტროსადგურები თითქმს აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში პირველად გადააბიჯა 20 ტრილიონიან ნიშნულს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგარეო ვალის ზედა ლიმიტის გაზრდის კანონს რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. სახელმწიფო ვალის ლიმიტი აშშ-ში 8 დეკემბრამდეა გაზრდილი – იქამდე, სანამ კონგრესში 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტი დაიგეგმება.

Share