ახალი ამბები

სხვა სიახლეები
მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 66 პოზიციით დაწინაურ...

ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $6.46 მილიარდად აქვს შეფასებული და რეიტინგში 426-ე ადგილს იკავებს.14 მარტის მონაცემებით, ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $5.82 მილიარდად ჰქონდა შეფასებული და რეიტინგში 492-ე ადგილს იკავებდა.ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში კვლავ დაბრუნდა.შემდეგ თვეებში მისი ქონება შემცირდა, შესაბამისად რეიტინგში აღარ იძებნებოდა, თუმცა დღეს ის კვლავ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს.

1711627368

საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებ...

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.სებ-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

1711624175

ქარქაშაძე - დავიწყეთ მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რ...

„აუცილებლად შევეცდებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, სრულად დავაკმაყოფილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ამასთან, ქარქაშაძემ სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.„ჯერ კიდევ ვერ გამოვედით ემოციებიდან და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს ეს ისტორიული გამარჯვება. ისტორია დაწერილია, ისტორია, რომელსაც აუცილებლად მოვუყვებით შვილიშვილებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. 

1711623889

პოზიტიური სიახლეები და მაგარი ამბავი – თიბისი კაპიტალისგან

„საკუთრივ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტი, ხოლო იმპორტში მაღალია საინვესტიციო კომპონენტის წილი, რაც ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ ასევე მაღალ პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, თებერვლის სავალუტო ბაზრის დინამიკა, ამავე პერიოდში მთლიანობაში აშშ დოლარის ჭარბ მიწოდებას აჩვენებს, რადგანაც სებმა 78 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამ მხრივ, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა, თუმცა მაინც მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული.ამავდროულად, სამშაბათს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. და, რასაკვირველია, იმავე დღეს მთავარი - ნანატრი გამარჯვება და ევრო 2024-ში მონაწილეობა. ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1711623043

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ავტობუსები შატლის ტიპის, განკუთვნილი მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის და პირიქით."ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,ჯ-თი გრუპ“-თანგავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრებმა მარტივად იცნონ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს. ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

1711621879

EURO 2024-ის პერიოდში საქართველოდან გერმანიაში კვირაში 30 ავიარეისი შე...

ამ მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, გერმანიის მიმართულებით დაახლოებით 30%-ით მეტი ფრენა შესრულდება, ვიდრე ეს იყო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.რეგულარული რეისები შემდეგი მიმართულებებით და სიხშირეებით იგეგმება:Georgian Airways:• თბილისი - მიუნხენი - თბილისი - 3 სიხშირე;• თბილისი - ბერლინი - თბილისი - 2 სიხშირე კვირაში.Wizz Air:• ქუთაისი - ბერლინი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;• ქუთაისი - დორტმუნდი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;• ქუთაისი - მემინგემი - ქუთაისი - კვირაში 3 სიხშირე;• ქუთაისი - ჰამბურგი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე;• ქუთაისი - ფრანკფურტი - ქუთაისი - კვირაში 2 სიხშირე.Lufthansa:• მიუნხენი - თბილისი - მიუნხენი - 10 სიხშირე კვირაში.Eurowings:• ბერლინი - თბილისი - ბერლინი - 1 სიხშირე კვირაში;• დიუსელდორფი - თბილისი - დიუსელდორფი - 2 სიხშირე კვირაში.სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.

1711621294