Home » მსოფლიო » JPMorgan-ი პოლონეთში 2,500 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს
JPMorgan-ი პოლონეთში 2,500 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

JPMorgan-ი პოლონეთში 2,500 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

JPMorgan-ი მომავალი კვირიდან ვარშავაში 2,500 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

კომპანია JPMorgan-ის ინიციატივა, პოლონეთის საფინანსო სექტორისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. პოლონეთის პრემიერ მინისტრის მოადგილის განცხადებით, აშშ-ს საბანკო ჯგუფსა და ქვეყნის მთავრობას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, გლობალური ცენტრის გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მსოფლიოს უდიდესი ბანკი პოლონეთში დაფუძნდება, რაც ქვეყნის საფინანსო სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

რამოდენიმე წლის განმავლობაში ახალი თანამშორმლების შერჩევა მოხდება, სხვადასხვა პოზიციებზე. ახალი გლობალური ცენტრი მოემსახურება მომხმარებლებს ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. პოლონეთის საფინანსო სექტორში 200 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან კი დაახლოებით 50 ათასი საერთაშორისო ბანკშია დასაქმებული. რიგი მსხვილი ბანკები, როგორიცაა Deutsche Bank და Citigroup-ს მიაჩნიათ, რომ ახალი ოფისების გახსნას ფრანკფურტში დაიწყებენ, ხოლო HSBC- ს განცხადებით, მათი კომპანია ოფისებს ქალაქ პარიზში განათავსებს.

JPMorgan- ის გლობალური კონკურენტების რაოდენობა პოლონეთში მნიშვნელოვანია. აშშ-ს peer Citi- ს 5,000 თანამშრომელი ჰყავს ვარშავაში, ხოლო შვეიცარიის UBS- ს სამხრეთ პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 3000 თანამშრომელი, ხოლო Credit Suisse 4 000 თანამშრომელი ჰყავს პოლონეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვროცლავში.

ლევან ლაგვილავა

Share