Home » მსოფლიო » “ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის”
"ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის"

“ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის”

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ერდოღანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების მოგვარება რეგიონული სტაბილურობის საფუძველია.

“ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის”,-აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

Share