ახალი ამბები

სხვა სიახლეები
ლევან ვეფხვაძის აზრით, ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანის საგადასახადო...

„ამ ნორმით ჩვენ ვსაუბრობთ იმ შემთხვევაზე, როცა კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი აქტივები, კაპიტალი გადმოიტანონ ქართულ იურისდიქციაში და ამ ტიპით ქვეყნის შიგნით საქმიანობა გააფართოონ. ფაქტია, ჩვენ ბიზნეს ასოციაცია ვართ და ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი, რომელმაც შეიძლება ბიზნესის საინვესტიციო აქტივობა გაზარდოს, ყოველთვის მისასალმებელია. თუმცა ფაქტია, დისკუსიამ ამ ნორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონტექსტი შეიძინა და პოლიტიკური დებატების ნაწილი გახდა. ჩვენ ამ დებატებში ვერ შევალთ. ჩვენ ძალიან რაციონალურად, პრაგმატულად მივყვებით ხოლმე, არც შევსულვართ და არც შევალთ პოლიტიკურ დისკუსიაში. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დედაკომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ოფშორებში რეგისტრირებულია, ოღონდ ხაზგასასმელია, რომ 99% არის თეთრი ოფშორები, სადაც მიკვლევადობა ამ კომპანიების საქმიანობის, ბენეფიციარი მესაკუთრეების ძალიან მარტივია. ესენი იქ იყვნენ, რადგან წლების განმავლობაში თავს გრძნობდნენ უფრო დაცულად და იქ არის უფრო მეტად მოქნილი საგადასახადო რეჟიმი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.მისი შეფასებით, თუკი საქართველოში გარემო შეიცვალა და რისკები შემცირებულია, ბარიერი მოიხსნება და კომპანიები უკან დაბრუნდებიან, ეს მისასალმებელია.„მე მქონდა კომუნიკაცია ამ [ოფშორებში რეგისტრირებულ] კომპანიებთან, მათ შორის სატელეფონო და მითხრეს, რომ ჩვენ ვსწავლობთ ამ შესაძლებლობას, თუ როგორ იქნება ეს შესაძლებლობა დანახული ჩვენი მხრიდანო. აქ არ არის საუბარი ყველა კომპანიაზე, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული. აქ საუბარია ქართულ კომპანიაზე, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული. ამ ნაწილში ეს პროცესს საკმაოდ გამჭვირვალეს გახდის და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მე დარწმუნებული ვარ, ერთი და ორი კომპანია არ იქნება, რომელმაც ეს შესაძლებლობა შეიძლება გამოიყენოს", - თქვა მან.ლევან ვეფხვაძის თქმით, კომპანიები ამ ნორმას სწავლობენ და იმის მიხედვით გამოიყენებენ შესაძლებლობას, როგორც წაადგება.წამყვანის კითხვაზე, იქნება თუ არა დამაზიანებელი ქვეყნისთვის რეპუტაციულად, ლევან ვეფხვაძე პასუხობს, რომ აქ საუბარია არა ოფშორში რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიაზე, არამედ იმაზე, რომ აქტივების გადმოტანა უნდა მოხდეს ამ კომპანიიდან ოფშორებიდან ქართულ კომპანიაში.„ამ კუთხით ძალიან მკაფიოდ არის ჩაკეტილი და სტანდარტი, რომ რისკები არ იყოს. ჩემი გამოცდილებით, საგადასახადო შეღავათების საკითხი არის ხოლმე ყოველთვის სიურპრიზი და არასდროს წინასწარ არ ცხადდება. ეს რომ ვიღაცას წინასწარ სცოდნოდა, აქ დააფუძნებდა კომპანიას და მერე გამოიყენებდა. ამიტომ ეს ყოველთვის სიურპრიზია ბიზნეს-ოპერატორებისთვის“, - ამბობს ვეფხვაძე.წყარო: bm.ge

1713949213

კალაძე - საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვ...

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა. ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

1713945415

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო...

საინვესტიციო საბანკო საქმიანობა2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა - ჯამში 16 განთავსების მთლიანმა მოცულობამ, 372 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელს თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის წილმა 56% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარის ობლიგაციების 91% თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.2023 წელი თიბისი კაპიტალისთვის გამორჩეული იყო ინოვაციური პროდუქტების კუთხითაც: გამოუშვა პირველი საცალო ლარის ობლიგაციები გამოუშვა პირველი უზრუნველყოფილი საცალო ობლიგაციები გამოუშვა პირველი მწვანე ლარის ობლიგაციები მონაწილოება მიიღო მდგრადობასთან დაკავშირებული უმსხვილესი დოლარის განთავსებაში საქართველოში ჰქონდა რამდენიმე სადებიუტო ობლიგაცია და შედეგად, 5 ახალი ემიტენტი გამოჩნდა ბაზარზე კვლევებიაქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევები თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს წვდომა აქვთ მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, განახლებებსა და პროგნოზებზე. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა 200-ზე მეტი პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ეკონომიკის 10 ახალი სექტორი დაფარა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული პუბლიკაციები აუდიტორიას ჯამში 50-მდე ინდივიდუალურ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე გააცნო. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა პირველმა გააანალიზა და გაუზიარა პარტნიორებს - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობები საქართველოსთვის და ქართული ბიზნესებისთვის.საბროკერო მიმართულებააქტიურია თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2023 წელს, ამ მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 780 მლნ დოლარი შეადგინა ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა სერვისებმა განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში - ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას. საბროკერო მიმართულებით, თიბისი კაპიტალი აქტიურად განაგრძობს აქციების და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას.საინვესტიციო პლატფორმა თიბისის ციფრულ ბანკშიფიზიკური პირების მხრიდან, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წელს თიბისი კაპიტალმა თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა დანერგა, სადაც 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებსა თუ ფონდებში ინვესტირება 1$-იდან, საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და მომხმარებელს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში თავადვე ეხმარება. 2023 წლის ბოლოს, პლატფორმას 16 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.საკონსულტაციო მომსახურებამესამე წელია აქტიურად ვითარდება თიბისი კაპიტალის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც პარტნიორებს შერწყმა/შეძენის ტრანზაქციებთან და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, კომპანიის შეფასებასა და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, 2 მსხვილი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი - სექტორებს შორის ტრანზაქცია განახორციელა.„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და ფიზიკური პირებისა და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. ასევე, ბიზნესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ და საინვესტიციო საბანკო სექტორში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას. ჯილდო ჩვენი 2023 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების კიდევ ერთი აღიარებაა", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.„2023 წელს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა, გავლენა მოახდინა საინვესტიციო ბაზარზე, რაც გარიგებებისა და პირველადი საჯარო შეთავაზებების კლებაშიც გამოიხატა. ასეთ რეალობაშიც კი, კონკრეტულმა საინვესტიციო ბანკებმა მოახერხეს, რომ მსხვილი ტრანზაქციები შეესრულებინათ და ყოფილიყვნენ ინოვაციურები. ჩვენ სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები დავასახელეთ გამარჯვებულებად", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

1713944829

სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველი 8 კანდიდატის ვინაობა ცნობილია - სია

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია.კანდიდატების ვინაობა და გასაუბრების განრიგი ასეთია:იოსებ ბერიკაშვილი 17:00ლაშა ქავთარაძე 17:30მამუკა ჯიბუტი 18:00ეკატერინე ღაზაძე 18:30შესვენება 19:00-19:30გიორგი თაბუაშვილი 19:30არჩილ იაკობაშვილი 20:00ვახტანგ ჭარაია 20:30ლევან სურგულაძე 21:00კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სების საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 აპრილს შექმნა. კომისიამ განიხილა განაცხადები და სრული კონსენსუსით შეარჩია 8 კანდიდატი. bm.ge

1713879799

საქართველოში პირველი მცურავი მზის სადგური ამოქმედდა

პროექტი დაფინანსებულია სოფლის განვითარების სააგენტოს და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.„USAID მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავლს. გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში, ქვეყანაში პირველი მცურავი მზის სადგურის დამონტაჟდა. ქარხანა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 300 000 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას, რომელიც მოხმარდება მიმდებარე ხეხილის ბაღების სარწყავ სისტემას.განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ეს არის USAID-ის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიის რამდენიმე პროექტი საქართველოში“, - ნათქამია USAID/Georgia-ს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

1713877945

ბოლო სამ თვეში ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 81...

ამასთან, ამავე პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტების მოცულობამ წელს 1,045,998 ლარი შეადგინა.რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, შარშან სამ თვეში ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 88,013,871 ლარის გრანტი მიიღო, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 1,109,594 ლარი.რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, შარშან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტის მოცულობამ 186,542,946 ლარი შეადგინა, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 13,973,649 ლარი.

1713875881