Home » მსოფლიო » მომდევნო 5 წელიწადში საბანკო სექტორში სამუშაო ადგილების 30% გაქრება
მომდევნო 5 წელიწადში საბანაკო სექტორში სამუშაო ადგილების 30% გაქრება

მომდევნო 5 წელიწადში საბანკო სექტორში სამუშაო ადგილების 30% გაქრება

თანამედროვე მსოფლიო მუდმივი განვითარების რეჟიმშია გადასული. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მიმდინარე პროცესებზე თვალის მიდევნაბაც კი ჭირს. მსოფლიოში რობოტიზაციის კოეფიციენტი დღითიდღე იზრდება. მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანი უფრო და უფრო ნაკლებ ფიზიკურ ძალას ხარჯავდეს ყოველდღიურობაში. თუმცა არის კი ეს სასარგებლო პროცესი? პახუხი ერთგვაროვანი ვერანაირად ვერ იქნება!

საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გააჟღერა Citigroup Inc.–ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვიკრამ პანდიტმა, Bloomberg-ის სატელევიზო პლატრმოფის სტუმრობისას. ადამიანი, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ და ავტორიტეტულ საფინანსო ინსტიტუტს მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევაში დაეხმარა, აცხადებს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში საბანკო სფეროში სამუშაო ადგილების 30%–ის არსებობის საჭირობა აღარ იქნება, რაშიც „დამნაშავე“ სწორედ ტექნოლოგიური პროგრესი და ადამიანის მიერ შესასრულებელი სამუშაოს რობოტიზაციაა.

„საბანკო სექტორის ბეოფისებში შესასრულებელი სამუშაოების უმეტესობა უკვე ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების შესაძლობებშია, რაც საქმეს ამარტივებს, უახლოეს მომავლში, ადამიანის საჭიროება გაქრება“, – აღნიშნა Citi–ს ყოფილმა დირექტორმა.

აღნიშნულ ცხრილში ნაჩვენებია საბანკო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი ფინანსურ კრიზისამდე, 2015 წლისთვისა და საპროგნოზო მაჩვენებელი 2025 წლისთვის.

თუმცა არსებობოს, განსხვავებული მოსაზრებაც. JPMorgan Chase & Co.–ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი დაიმონი აღნიშნულ მოსაზრებასა და ამით გამოწვეულ შედეგემს გადააწრბებულად მიიჩნევს. მისი პროგნოზით, სწორედ ტექონოლოგიური პროგრესი გახდება დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის მიზეზი, რაგდან ბანკები უფრო და უფრო მეტ “ტექნოლოგიურ მუშაკს” დაიქირავებენ.

Share