ახალი ამბები

სხვა სიახლეები
„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის...

სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „თეგეტა აკადემია“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობას შეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც „თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.„თეგეტა აკადემია“ საქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude-ს კომპანია USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებას „თეგეტა აკადემია“ რეგიონშიც უზრუნველყოფს.ჰოლანდიაში ვიზიტისას, „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები Koning Willem I College-ში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედ „ელექტუდის“ პლატფორმას იყენებს. „თეგეტა აკადემია“ პლატფორმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსია „თეგეტა აკადემიაში“ ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებას გულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმის განახლებული ვერსიის დანერგვით „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო განათლების სფეროში მორიგ პრეცედენტს შექმნის.გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: „ჰოლანდიაში ვიზიტისას გავეცანით პროფესიული განათლების სისტემას, შევისწავლეთ მათი საქმიანობა საავტომობილო პროგრამების მიმართულებით, გავიგეთ, რა მიდგომებს, მეთოდებს იყენებენ. ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდა „ელექტუდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობას. მოლაპარაკების პროცესში ვისაუბრეთ რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებითაც. „თეგეტა აკადემია“ იღებს პასუხისმგებლობას, მოამარაგოს „ელექტუდის“ პროდუქტებით რეგიონის ის ქვეყნები, სადაც სასწავლო პლატფორმის წარმომადგენლობა ჯერ ისევ არ არის“.ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით გასულ წელს დაინერგა. „თეგეტა აკადემიას“ პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლების“ ფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულ ენაზე.„თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კი ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიას“ უკვე აქვს USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება. პირველი პროექტი, რომელიც მათი საშუალებით განვახორციელეთ, სასწავლო პლატფორმა „ელექტუდის“ წარმატებით დანერგვა იყო. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ „ელექტუდის“ როგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება სხვა პროგრამებთან მიმართებით. მიმდინარე წელს აკადემიას დაემატება 19 ახალი სასწავლო პროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.ამასთანავე, USAID-ის პროექტის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“ გეგმავს ბათუმისა და ფოთის ფილიალებისთვის „ელექტუდის“ სტენდებისა და სიმულატორების შეძენას. ჰოლანდიაში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა და გამოგვეცადა ყველა სტენდი და სიმულატორი, რომელთა შეძენასაც ვაპირებთ. „ელექტუდის“ ტექნიკურმა სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს სიმულატორების მუშაობის პრინციპები და შესაძლებლობები. ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯის მიერ გაზიარებული გამოცდილება „თეგეტა აკადემიას“ დაეხმარება როგორც ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ისე განახლებული სივრცეების მოწყობაშიც“. პროექტის, რომელიც აკადემიამ დასავლეთ საქართველოში დაიწყო, ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და წარმატებულ კურსდამთავრებულებს „თეგეტა აკადემიაში“ JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსი მიენიჭებათ.„თეგეტა აკადემიის“ ახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებით საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკის სიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

1713252693

რამდენ მილიარდ დოლარს შეადგენს სახელმწიფო საგარეო ვალი?

მათივე მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარი იყო.აღსანიშნავია, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მარტში მთავრობის ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა თითქმის 287 მილიონი დოლარით და შეადგინა 8.326 მლრდ დოლარი, 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 8.039 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვალი კი 433.164 მილიონი დოლარიდან 396.553 მილიონ დოლარამდე შემცირდა.ამასთან, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).მსხვილი კრედიტორები 2024 წლის მარტის მდგომარეობით: აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.238 მლრდ დოლარი; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.118 მლრდ დოლარი; მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.519 მლრდ დოლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 556.8 მლნ დოლარი.

1713181907

რომელი ქვეყნებიდან ირიცხება საქართველოში ყველაზე მეტი ფული?

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან 51%-ით შემცირდა. ევროკავშირის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 41.45%-ს (115.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი ქვეყნების - 58.5%-ს (162.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.2024 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან: რუსეთის ფედერაცია - 52,997 მლნ აშშ დოლარი იტალია - 46,666 აშშ დოლარი აშშ - 44,763 აშშ დოლარი ისრაელი - 21,095 აშშ დოლარი საბერძნეთი - 20,960 აშშ დოლარი გერმანია - 20,146 აშშ დოლარი ყაზახეთი - 11,810 აშშ დოლარი თურქეთი - 8,239 აშშ დოლარი ესპანეთი - 5,651 აშშ დოლარი ირლანდია - 5,125 აშშ დოლარი მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით არის შემცირებული.

1713181818

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ეჯაილ სამიტი ჩატარდება

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summit.ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor. 

1713178657

Galt & Taggart საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარ...

ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილი გაუძღვებიან.ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულ მოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენას სექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა მოლოდინებია ბირჟებზე მომდევნო სამი კვარტლის მიმართ.ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციები ან ფონდები და რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას.„მოხარული ვართ, რომ ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ვებინარის დახმარებით გაეცნონ საფონდო ბირჟების შესახებ სიღრმისეულ, კვლევებზე დაფუძნებულ მიმოხილვას და გაიგონ მეტი ინვესტირების პრაქტიკულ მხარეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ამასთან, ვაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://galtandtaggart.com/ka/lead-from-analysisრეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

1713178577

გაეცანი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოების ნომინაციებს - მოიპოვე აღიარება ტ...

რეგისტრაცია 20 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ.ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა:ტექნოლოგიური ლიდერის  კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებს.კატეგორიაში აღმოჩენა ახალ თაობაში დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგონა, რომელიც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა და აქვს პოტენციალი გახდეს სფეროს ლიდერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.გამორჩეული მეცნიერის ტიტული მიენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).კატეგორიაში ინოვაციური ტექ პროდუქტი ჯილდო გადაეცემა ინოვაციურ პროდუქტს, რომლის შემქმნელიც ქალია და რომელიც კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტით ბიზნესისა თუ საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს. ამ კატეგორიის გამარჯვებული შესაძლოა იყოს როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე ცალკეული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, პროდუქტი ან მომსახურება, რომელზეც იმუშავა გუნდმა კომპანიის შიგნით.და ბოლოს, კატეგორიაში ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის დაჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას ემსახურება.ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.გამარჯვებული კომპანია მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.

1713178505