Home » საზოგადოება » მიხეილ დუნდუა – „ხრუშოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას თბილისის ეკონომიკის 1%-იც ეყოფა
მიხეილ დუნდუა - „ხრუშოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას თბილისის ეკონომიკის 1%-იც ეყოფა

მიხეილ დუნდუა – „ხრუშოვკების“ ეტაპობრივ ჩანაცვლებას თბილისის ეკონომიკის 1%-იც ეყოფა

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა სოციალური ქსელის მეშვეობით ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას, ე.წ. “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას ეხმაურება. საკუთარ პოსტში ამ მოვლენის კეონომიკურ ასპექტებს განიხილავს. იხილეთ პოსტი უცვლელად:

“მას შემდეგ რაც კალაძემ ხრუშოვკების ეტაპობრივი ჩანაცვლების იდეა გააჟღერა, დაიძრა #ყველაბოლოარჩევნებშიდამარცხებული „უძლეველი არმადა“ და მისი მოციქულები კალაძის წინააღმდეგ. თქვეს რომ ეს უტოპიაა, რომ ამ პროექტს თბილისის კი არა ამერიკის ეკონომიკაც ვერ გასწვდება. ზოგმა ხრუშოვკების მოსალოდნელი დემონტაჟის თანხა „დაითვალა“ და მთელი საქართველოს ტოტალური გაღარიბების გრძელვადიანი პროგნოზიც კი დადო კვარტლების მიხედვით.

ჰოდა დამაინტერესა, ყველაზე ხარჯიანი სცენარის შემთხვევაში, თბილისის ეკონომიკის რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ამ პროგრამის განხორციელებას სინამდვილეში.

ოფიციალური მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარი თბილისზე მოდის. რაც თანხობრივად 6-7 მილიარდი დოლარია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში სულ 512 „ხრუშოვკაა“ სადაც 12 000 ოჯახი ცხოვრობს. წარმოვიდგინოთ ყველაზე რადიკალური სცენარი ხარჯის სიჭარბის თვალსაზრისით, ანუ რომ ერთი ოჯახზე გაანგარიშებით დანახარჯმა 80 000$ შეადგინოს, ანუ ხრუშოვკების ჩანაცვლების სრული პროგრამა ყველაზე მაქსიმალისტური გათვლით 1 მილიარდი დოლარი დაჯდეს.

ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რომ კალაძემ მერობის პირველ 4 წელიწადში ეტაპობრივად “ხრუშოვკების”ერთი მესამედის ჩანაცვლება გადაწყვიტა, რომლისათვისაც 333 მილიონი დოლარის მობილიზება კერძო სექტორიდან უნდა მოახერხოს . (მართალია ამას 300 მილიონზე გაცილებით ნაკლები თანხა დაჭირდება, მაგრამ მაინც)

სტატისტიკა გვეუბნება, რომ 4 წელიწადში ხრუშოვკების ერთი მესამედის ჩანაცვლების ხარჯი თბილისის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1,3%-ია”.

Share