Home » ბიზნესი » Axis Towers-ში „აგროჰაბი“ განთავსდება
Axis Towers-ში „აგროჰაბი“ განთავსდება

Axis Towers-ში „აგროჰაბი“ განთავსდება

9 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს „აქსის თაუერსსა“ და „აგროჰაბს“ შორის, რის შედეგადაც პირველი ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტი, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა, „აქსის თაუერსში“ 2460 კვ.მ-ზე განთავსდება.

Axis Towers დაპროექტებისთანავე საქმიანი ცხოვრების ცენტრად მიიჩნევა. იგი შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც თავს იყრის უნივერსიტეტები, ბანკები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი. პროექტი აფართოებს ტურისტულ ზოლს ძველი თბილისიდან ვაკის მიმართულებით და ამავდროულად ქმნის ბიზნეს-ტურიზმის მიზიდულობის ცენტრს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი მიმზიდველია როგორც თბილისელებისთვის, ასევე ექსპატრიანტებისა და უცხოელებისთვის.

Axis Towers-ში სწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა ცხოვრებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
ეს არის ქალაქი ქალაქში, რომლის კომერციული ფუნქცია აერთიანებს ჰიპერმარკეტს, მაღაზიებს და გასართობ ობიექტებს.

„აგროჰაბი” პირველი ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტია საქართველოში. ჰიპერმარკეტში განთავსებული პროდუქციის დასამზადებლად ნატურალური ქართული ნედლეული გამოიყენება.

ჰიპერმარკეტის გახსნის უმთავრესი იდეაა მომხარებლებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ხელშეწყობა.

„აგროჰაბი” აწარმოებს ISO 22000 სტანდარტით სერტიფიცირებულ, 100%-ით ნატურალურ  ქართულ რძის პროდუქტებს. გამოირჩევა  ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, ახლად დაჭერილი, ცოცხალი ზღვის პროდუქტებით, Fresh თევზეულობით და აგროჰაბის ფერმის ხორცპროდუქტებით.

„აგროჰაბს” აქვს ღვინის მარანი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ცივი და ცხელი სამზარეულო, ნახევარფაბრიკატების საამქრო და სალათების კულინარია.

პროდუქციის უმაღლესი ხარისხი აგროჰაბის №1 პრიორიტეტია. ხარისხის კონტროლს „აგროჰაბში“ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორიის (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული) შეუფერხებელი მუშაობა განაპირობებს.

Share