Home » საზოგადოება » ახალი სასწავლი წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ
ახალი სასწავლი წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ

ახალი სასწავლი წლიდან მოსწავლეებს სკოლებში სამაგიდო თამაშები დახვდებათ

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს დახვდებათ სამაგიდო თამაშები, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ უკვე დაიწყეს მუშაობა თამაშების მწარმოებელ კომპანიებთან, რათა 1-6 კლასებში სამაგიდო თამაშების გამოყენება უფრო ხშირი იყოს.

“სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენით, დამთავრებული ისტორიული მოვლენებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლით. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ჯერჯერობით ამას ექნება საპოლოტე სახე, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ყოველწლიურად სამაგიდო თამაშების ნაკრები განახლდეს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება. ბავშვები არ განიხილავენ ამას როგორც გაკვეთილებს და დავალებას, ამიტომ მივიღებთ კარგ შედეგს”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

Share