Home » ახალი ამბები » ვაკე-საბურთალოს 11-12 აგვისტოს წყლის მიწოდება შეუწყდება
ვაკე-საბურთალოს 11-12 აგვისტოს წყლის მიწოდება შეუწყდება

ვაკე-საბურთალოს 11-12 აგვისტოს წყლის მიწოდება შეუწყდება

GWP-ის ცნობით, კომპანიამ თბილისში, ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა.

ასათიანის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები 11 აგვისტოს განხორციელდება. ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11 აგვისტოს, დილის 12:00 საათიდან, 12 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკე-საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილსა და მიმდებარე ქუჩებს; ბაგებს და წყნეთს; სოფ. დიღმის ნაწილს; კიკეთს; კოჯორს.

GWP-ის ცნობით, ასათიანის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

Share