Home » ბიზნესი » ბანკების მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 80% ,,საქართველოს ბანკმა” და ,,თიბისი ბანკმა” მიიღო
ბანკების მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 80% ,,საქართველოს ბანკმა" და ,,თიბისი ბანკმა" მიიღო

ბანკების მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის 80% ,,საქართველოს ბანკმა” და ,,თიბისი ბანკმა” მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 448 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 157 მლნ. ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2016 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 290 655 000 ლარი იყო. ანუ მიმდინარე წელს ბანკების მოგება 54%-ით გაიზარდა. მხოლოდ ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სექტორს 95,8 მლნ-იანი მოგების მატება აქვს.
ამასთან, ივნისის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 2,1 მილიარდი ლარია და იგი 318 546 000 აჭარბებს მაისის მაჩვენებელს, ასევე, 559 721 000 ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და 6 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 1,3 მლრდ. ლარს ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავალი 1,1 მლრდ. ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – 747 მილიონი ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი, თითქმის ორჯერ ნაკლებია და 425 მლნ. ლარს შეადგენს. ასევე, მაღალ შემოსავალს იღებენ ბანკები არაპროცენტული შემოსავლებიდან, ამ მხრივ ბანკების სარგებელმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 822 მლნ. ლარი შეადგინა.

როგორც ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს კომერციული ბანკების მოგების ზრდა უპირატესად დაკავშირებულია მოსახლეობიდან (ფიზიკური პირები) მიღებულ შემოსავლებზე (მთლიანი შემოსავლების 35%). ბანკების შემოსავლებში ასევე დიდი წილი უკავია – 38% ჯარიმებით, საურავებით, საკომისიოებით და სხვა არა არასაპროცენტო სახის ანუ არა კრედიტის გაცემიდან მიღებულ სარგებელს. გამოდის, რომ ბანკების პროცენტული შემოსავალი იურიდიული პირებიდან, მთელ მის შემოსავლების მხოლოდ 20%-ს შეადგენს. შესაბამისად ბანკების შემოსავლების 73% (3/4) მოსახლეობისგან და ჯარიმა/საკომისიოებისგან მიღებული შემოსავალია.

კომერციულმა ბანკებმა 2017 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის გაცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 37 982 147 ლარის შემოსავალი მიიღეს.

როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ჩანს, 2017 წლის 2 კვარტალში ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ,,ლიბერთი ბანკმა” მიიღო – 13 მილიონი ლარი, მეორე ადგილზე ,,თიბისი ბანკია” – 10 მილიონი ლარი, მესამე ადგილს ,,საქართველოს ბანკი”იკავებს – 6 მილიონი ლარი, მეოთხე ადგილზეა ,,კრედო” – 2 602 326 ლარი, ტოპ-ხუთეულს ,,ფინკა” ასრულებს – 1 620 050 ლარის შემოსავლით.

ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით
2017 წლის მეორე კვარტალში, ყველაზე მაღალი მოგება ,,საქართველოს ბანკმა” მიიღო 208 მილიონი ლარი, რომელიც 95 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მას ჩამორჩება ,,თიბისი ბანკი”, რომლის მოგებამაც 149 მილიონი შეადგინა და იგი 57 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. მესამე ადგილზეა ,,ლიბერთი ბანკი”, 20 მილიონი ლარით.

წლის მეორე კვარტალი ზარალით მხოლოდ ერთმა ბანკმა – ,,იშ ბანკი საქართველომ” დაასრულა. ბანკის ზარალმა მეორე კვარტალში 833 602 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი საბანკო სექტორის მოგების 80% ორმა ბანკმა ,,თიბისი ბანკმა” და ,,საქართველოს ბანკმა” მიიღო.

წმინდა მოგების მიხედვით ბანკების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

გიორგი კაპანაძე

 

Share