Home » ბიზნესი » Geocell-ს 30 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
Geocell-ს 30 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

Geocell-ს 30 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Geocell-ს 30 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კომისიამ “სისტემნეტს” და Geocell-ს შორის საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებული დავა განიხილა. უწყებამ მხარეებს საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დადება და მისი ასლის ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა დაავალა.

კანონის თანახმად, Geocell-ი ცნობილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად და მასზე დაკისრებულია ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა, სატარიფო რეგულირება და ხარჯთაღრიცხვა. ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვა კომისიის თანხმობას საჭიროებს.

Geocell-მა “სისტემნეტს” საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში მომსახურებაზე დაშვება კომისიის თანხმობის გარეშე შეუზღუდა. კომისიამ Geocell-ი მაისში გააფრთხილა და ურთიერთჩართვის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა. Geocell-მა კომისიის გადაწყვეტილება არ აღასრულა. “სისტემნეტმა” კომისიას საჩივრით ხელახლა მიმართა.

Share