მთავარი » მსოფლიო » ვაკანსია “ნასაში” პლანეტარული დაცვის თანამდებობაზე – წლიური ანაზღაურება $124მილიონი
ვაკანსია "ნასაში" პლანეტარული დაცვის თანამდებობაზე - წლიური ანაზღაურება $124მილიონი

ვაკანსია “ნასაში” პლანეტარული დაცვის თანამდებობაზე – წლიური ანაზღაურება $124მილიონი

კოსმოსური სააგენტო NASA აცხადებს ვაკანსიას პლანეტარული დაცვისს ოფიცრის თანამდებობაზე. ანაზღაურება წელიწადში – 124 მილიონი დოლარიდან ზევით. თუკი ფართო საინჟინრო გამოცდილება გაქვთ და მოგზაურობის მოყვარულიც ბრძანდებით, “NASA” სწორედ თქვენთვის აცხადებს ვაკანსიას.

ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება. “ნასას” ახალი თანამშრომლის ძირითად მოვალეობებში შედის:

1. დაიცვას დედამიწა უცხო მიკრობებისგან;

2. უზრუნველყოს, რომ კოსმიურმა მკვლევარებმა არ დააზიანონ სხვა პლანეტა და კოსმიური ობიექტები;

3. ფრენების უსაფრთხოების სამსახურებისა და სხვა კოსმოსური სააგენტოების კონსულტირება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც დედამიწის უსაფრთხოებას უკავშირდება;

4. დაკვირვება, არის თუ არა დაცული ეს პრინციპები, იგი აგრეთვე დააკვირდება კოსმოსის კვლევის მისიებს, რომლებსაც თავად NASA უწევს ორგანიზებას, იქნება ეს ადამიანების კოსმოსში გაფრენა, თუ რობოტული აპარატების მეშვეობით განხორციელებული კვლევები;

5. პლანეტარული უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ შიდა რეკომენდაციების შედგენა და რისკების შეფასება.

NASA ელოდება მას, ვისაც ფართო საინჟინრო გამოცდილება, ფიზიკა-მათემატიკური ან გამოყენებითი მეცნირების ხარისხი აქვს.