Home » ფინანსები » ნიკა შენგელია – გამოიკვეთა ფაქტორები, რომ სექტემბერში ფსს საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის
ნიკა შენგელია – გამოიკვეთა ფაქტორები, რომ სექტემბერში ფსს საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის

ნიკა შენგელია – გამოიკვეთა ფაქტორები, რომ სექტემბერში ფსს საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის

“გამოიკვეთა ფაქტორები , რომ სექტემბერში ფსს საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის”, – ამის შესახებ საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნიკა შენგელია საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს. გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს უცვლელად:

1)გამოიკვეთა ფაქტორები , რომ სექტემბერში ფსს საპროცენტო განაკვეთს არ გაზრდის.

2) EUR/USD წყვილის აღმავალ ტრენდს, მყარი ფუნდამენტალური საფუძველი შეექმნა და სავსებით შესაძლებელია საშუალოვადიან პერიოდში 1,24 ნიშნულიან არემდეც მიაღწიოს.

3) სექტემბრის პირველ ნახევრამდე ლარი ევროსთან მიმართებაში დაცემას გააგრძელებს .
____________________________________________________

აშშ ში მეორე კვარტალში, მშპ 1,2% დან 2,6% მდე ზრდამ აშშ დოლარის ვარდნა ვერ შეაჩერა. ამის მიზეზი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება იყო.

ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების წარუმატებლობამ დოლარის ინდექსის 10% ნი დაცემა გამოიწვია და იგი ბოლო 14 წლიან მინიმუმამდე მიიყვანა. ესეც თავისებურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ მიღწევად,რამდენადაც სუსტი ვალუტას მშპ ს ზრდაში გარკვეული როლი შეაქვს. ეს კარგად ჩანს ბოლო ორი კვარტლის მაჩვენებელზეც.

თუ გავიხსენებთ იმას რომ ფსს წინ უდევს მორიგი 19,8 მილიარდ დოლარიანი სახელმშიფო ვალი ( ის ჯერ კიდევ მარტის თვის ბოლო მონაცემებით დაფიქსირდა ფსს ოქმში) თუ ამის დაფარვა მოხდება მაშინ ეგრეთ წოდებული “ექსტრემალური” რესურსები ოქტობრის ბოლოსათვის ამოეწურებათ. შესაბამისათ სახელმწიფო ხაზინა ვერ მოახდენს ვალების მომსახურებას და ტექნიკური დეფოლტი კი ფინანსურ ბაზრებზე დიდ რყევებს გამოიწვევს. ამიტომაც არ გამოვრიცხავთ ფსს მ უარი თქვას სექტემბერში მორიგ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთის აწევაზე და მიღებული გადაწყვეტილება ბალანსის შემცირების შესახებ, ესეც კი დროებით შეაჩეროს. ასეც რომ არ იყოს მოდით ასე ვთქვათ მაშინ, ეკონომიკა ძლიერია და ინფლაცია სუსტია, ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა მოუმატონ საპროცენტო განაკვეთს?- ამიტომ ჩვენი ვარაუდით სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის ზრდას არ უნდა ველოდოთ.
ახლა დავაკვირდეთ იმასაც, რომ გერმანიაში ინფლაცია 1,7% ით გაიზარდა. მსფ ის განმარტებით , გერმანიაში მიმდინარე საგარეო ვაჭრობის პროფიციტის შეფარდება მშპ სტან 8,3% ია ,ამიტომ ევრო 10-20% ით მეტად ძვირი უნდა იყოს ვიდრე იგი ახლაა.

ევრო/დოლარის წყვილი,ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, ამჟამად ნამდვილად ითხოვს გარკვეულ კორექციას, მაგრამ ევროს მყიდველი იმდენად ბევრია ეს კორექცია ღრმა და თვალში საგრძნობად საცემი – ნამდვილად ვერ იქნება.

ინვესტორებს კარგად ესმით, კონგრესის დამოკიდებულება აშშ პრეზიდენტის მიმართ და გაზრდილი ალბათობა იმისა,რომ ეცბ ს მხრიდან შესაძლებალია მოხდეს ფულად- საკრედიტო პოლიტიკის ცვლილება, ეს ყველაფერი ერთად კი ევრო/დოლარის წყვილის აღმავალ ტრენდს მყარ ფუნდამენტურ საფუველს აძლევს. ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ საშუალოვადიან პერიოდში, თუ საფინანსი ბაზრებზე რაიმე განსაკუთრებულმა პოლიტიკურმა ფაქტორებმა არ იმოქმედა , ევრო /დოლარის წყვილი 1.24 ნიშნულიან არეშიც ვიხილოთ.

Share