მთავარი » მსოფლიო » HSBC-ს ბრექსიტი 300 მილიონი დოლარი დაუჯდება
HSBC ბრექსიტი 300 მილიონი დოლარი დაუჯდება

HSBC-ს ბრექსიტი 300 მილიონი დოლარი დაუჯდება

HSBC Brexit-ის მოვლენებიდან გამომდინარე ვალდებულია 300 მილიონი დოლარი დახარჯოს ცვლილებებისთვის, რაც იურიდიულ მხარეს და ადგილმდებარეობის შეცვლასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე კი კომპანი 1000 თანამშრომლის საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში გაგზავნას აპირებს. 2017 წლის მეორე კვარტალში კი 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცახდებს ეს ციფრი 200-300 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

HSBC გეგმავს გადაიტანოს ლონდონში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკირები საფრანგეთის ოფისებში,რათა შეინარჩუნოს ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.  კომპანიის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ფინანსების დაზოგვას.  ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიც არიან Morgan Stanley და Citigroup Inc. ბრექსიტის მოვლენების დროს გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში არსებული გეგმა გამოიყენეს და საკუთარი ადამიანური რესურსის გარკვეული რაოდენობა სხვა ქვეყნის ოფისში გადაანაწილეს.

მოამზადა ლევან ლაგვილავა