მთავარი » მსოფლიო » 7 საიტი, სადაც ფულის გამომუშავებაა პრაქტიკულად არაფრის კეთებითაა შესაძლებელი
7 საიტი, სადაც ფულის გამომუშავებაა პრაქტიკულად არაფრის კეთებითაა შესაძლებელი

7 საიტი, სადაც ფულის გამომუშავებაა პრაქტიკულად არაფრის კეთებითაა შესაძლებელი

გვერდითი სამუშაო ადგილები არის უფრო მეტი შემოსავლების მიღების წყარო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, თუმცა ბევრ ადამინს არ აქვს დამატებითი დრო მის შესასრულებლად.

Businessinsider-ი გვთავაზობს 7 ვებ-გვერდს, სადაც ფულის გამომუშავებაა შესაძლებელი.

Swagbucks-ი ვიზიტორებს უხდის ფულს იმაში, რომ იყიდონ საიტიდან ონლაინ, უყურონ ვიდეოებს, მიიღონ კვლევებში მონაწილეობა, ითამაშონ ვიდეო-თამაშები. Swagbucks-ი, ფაქტობრივად, იხდის თანხას იმისთვის, რასაც ადამიანები ისედაც აკეთებენ თავისუფალ დროს. საჭიროა საიტზეა რეგისტრაცია და იმ დავალებების შესრულება, რასაც საიტი იძლევა. დავალებების შესრულებით მომხმარებელს ქულები ერიცხება. მაგალითად, 100 ქულა – 1 აშშ დოლარია. Swagbucks-ს ასევე მობილური აპლიკაციაც გააჩნია, სადაც თვეში 25 დოლარი გამომუშავებაა შესაძლებელი.

მსგავსად Swagbucks-სა, ფულის მსგავსი მეთოდებით გამომუშავება შესაძლებელია EarnHoney-ის მეშვეობით. თითქმის 30 დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი მხოლოდ ვიდეოების ყურებით. ეს საიტი იძლევა Honey Dollars-ს,  100 honey dollar – 1 აშშ დოლარს უდრის. აქაც, იგივე პრინციპი მოქმედებს, ვიდეო თამაშები, ონლაინ შესყიდვები და ა.შ. გარდა ამისა, ყოველდღიურად საიტზე მომხმარებლის მიერ თავის ექაუნთზე უბრალოდ შესვლისთვის 5 Honey Dollar-ის დარიცხვა ხდება.

კიდევ ერთი საიტი, სადაც ფულის გამომუშავება ანალოგიური გზითაა შესაძლებელი, არის InstaGC. თანხის გამომუშავება აქაც ვებ-საიტების მონახულებით, ვიდეო-თამაშებით და ვედეო როლიკების ყურებითაა შესაძლებელი.

თუ ცხოვრობთ ამერიკაში, Bing Reward-ი გადაგიხდით ფულს იმაში, რომ საიტების ძებნისასთვის გამოიყენოთ Bing-ი. აქაც ქულების დაგროვება სხვადასხვა დავალებების შესრულების შემდეგაა შესაძლებელი, რომელიც გადაიცლება, როგორც სასაჩუქრე ბარათებში, ასევე თანხაში.

GiftHulk-ი არის პროგრამა, რომელიც მსგავსია Swagbucks-ის, თუმცა აქედან ფულის განაღდება ბიტკოინების საშუალებითაა შესაძლებელი. თანხის გამომუშავების პრინციპი აქაც იგივეა, რაც ზემოთ აღნიშნულ საიტებში იყო.

კიდევ ერთი საიტი, რომელიც ანალოგიურად იძლევა შესაძლებლობებს ფულის გამოსამუშავებლად, არის CashCrat-ი. საიტს გააჩნია მინიმალური ზღვარი, რომელიც 20 დოლარია. გამომუშავებული თანხიდან მინიმუმ 20 დოლარის გამოტანაა შესაძლებელი ყოველთვიურად.

PrizeRebel-ი კიდევ ერთი კარგი საიტია ფულის გამოსამუშავებლად. პრინციპი აქაც იგივეა. თანხის გამოსამუშავებლად საჭიროა ვიდეო-როლიკების ყურება, ვიდეო-თამაშების თამაში, კვლევებში მონაწილეობის მიღება და ა.შ. აქ, თანხის განაღდება შესაძლებელია როგორც სასაჩუქრე ბარათით, ასევე ბიტკოინებით და უშუალოდ თანხის გამოტანით.

ბაჩო ჯინჭარაძე