მთავარი » გალერეა » პოსტერებით გადმოცემული თბილისის “არქიტექტურული აჯაფსანდალი”
პოსტერებით გადმოცემული თბილისის “არქიტექტურული აჯაფსანდალი”

პოსტერებით გადმოცემული თბილისის “არქიტექტურული აჯაფსანდალი”

სოციალურ ქსელში პოსტერების ახალი სერია გამოჩნდა, სახელწოდებით Pexy Tbilisi, რომლებშიც თბილისის შენობები უჩვეულო სიტუაციაშია ასახული. პოსტერების ავტორი ალექს ყიფიანია: “pexy ნიშნავს “მიბმას” ბერძნულად, ჩემთვის კი კარგად ჟღერადი და თემატური სახელი იყო ამ პროექტისთვის. მინდოდა ფოტომანიპულაციაში მევარჯიშა და მივხვდი, რომ თბილისი, როგორც არქიტექტურული “აჯაფსანდალი”, როგორც ისტორიულად, ასევე თანამედროობაში ძალიან მდიდარია “სავარჯიშოებით”.

რთულია, გააოცო საშუალო თბილისელი ექსცენტრიული არქიტექტურით, რადგან ყველა კუთხეში გვხვდება საკმაოდ უნიკალური ნამუშევრები. მეც ავდექი და ჯერ Google-ში ნაპოვნი სურათებით, ხოლო შემდგომ ჩემით გადაღებული სურათებით დავიწყე აწყობა. იმედი მაქვს, ერთ ან ორ თვეში ბევრად უფრო მდიდარი და დახვეწილი ალბომი მექნება.”