მთავარი » საზოგადოება » რა კონცერტებია დაგეგმილი BLACK SEA ARENA-ზე ზაფხულის პერიოდში
რა კონცერტებია დაგეგმილი BLACK SEA ARENA-ზე ზაფხულის პერიოდში

რა კონცერტებია დაგეგმილი BLACK SEA ARENA-ზე ზაფხულის პერიოდში

Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის BLACK SEA ARENA – ზე წარმოდგენილი იქნება:

23 ივლისს ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა;
1 აგვისტო – “ერისიონი”;
5 აგვისტო – ქართული ხმები – “30 წელი სცენაზე”;
9 აგვისტო – ირმა ნიორაძე – მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები;
10 აგვისტო – Eric Benet-ისა და CeeLo Green-ის კონცერტი;
15 აგვისტო – ირაკლი ჩარკვიანი – “ისტორია”;
18 აგვისტო- ჯიპსი კინგი;
21 აგვისტო – ნინო ქათამაძე;
2 სექტემბერი – ფოლკლორის ფესტივალი , სპეციალური სტუმარი ფლამენკო.

“გააქტიურდა პროექტი Check in Georgia. ის მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სთავაზობს, როგორც ადგილობრივ დამსვენებლებს, ასევე უცხოელ ტურისტებს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ღირებულება, რაც ამ პროექტს მოაქვს არის ის, რომ ქვეყნის იმიჯი იზრდება. მისივე თქმით, იმ ქალაქებში სადაც პროექტი ტარდება, დამატებითი ეკონომიკური აქტივობის საფუძველია.

Black Sea Arena-ზე წელს Bravo Records-ის პირველი პროექტი გაიმართება. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის პროექტი – “ისტორია”, რომელშიც მონაწილებას ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.

პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჯემ ფესტი, რომელიც 14 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც ჯემ ფესტის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ აღნიშნა, 33-დღიანი ფესტივალის გამო სოფელ განმუხურში 100-ზე მეტი სხვადასხვა ობიექტია, რომელშიც ხალხმა ინვესტიცია ჩადო.

“33-დღიანი ფესტივალით მივიღეთ ის, რომ ხალხმა ჩადო ინვესტიცია სხვადსხვა კვების ობიექტში, სასტუმროში და ა.შ. 5 დღის გამო არავინ ააშენებს კაფესა და რესტორანს”, – განაცხადა სიგუამ.
მისივე ინფორმაციით, ჯემ ფესტის after party ოქტომბერში Black Sea Arena-ზე გაიმართება.
Check in Georgia-ს ფარგლებში, წელს საქართველო პირველად მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიას.