მთავარი » საზოგადოება » თბილისის შემდეგ „ქართველთა მარშის“ ბათუმში გამართვა იგეგმება
თბილისის შემდეგ „ქართველთა მარშის“ ბათუმში გამართვა იგეგმება

თბილისის შემდეგ „ქართველთა მარშის“ ბათუმში გამართვა იგეგმება

თბილისში გამართული ”ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ”ქართველთა მარშის” ბათუმში გამართვას აანონსებს.

როგორც სადღობელაშვილი წერს, უკვე ბათუმში იმყოფება და ”ქართველთა მარშის” მოსამზადებელ პირველ სამუშაოებს ატარებს.

“ვიმყოფები ბათუმში. ვაპირებ ეროვნულად მოაზროვნე რამოდენიმე ადამიანთან შეხვედრას და პირველ სამზადისს ბათუმში ”ქართველთა მარშის” მოსამზადებლად. გვინდა ბათუმში ჩამოვაყალიბოთ საინიციატივო ჯგუფი ”ქართველთა მარშის” ჩასატარებლად! მსურველები შემეხმიანეთ”,- წერს ლადო სადღობელაშვილი.
როგორც ცნობილია, ორი დღის წინ, „ქართველთა მარში“ თბილისში გაიმართა.