Home » ბიზნესი » ქარელში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების თევზის საწარმო გაიხსნა
ქარელში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების თევზის საწარმო გაიხსნა

ქარელში 1.5 მლნ დოლარის ღირებულების თევზის საწარმო გაიხსნა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქარელში თევზის საწარმო გაიხსნა. კომპანია სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას აწარმოებს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმდა.

საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი

კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22,000 აღებასაც გეგმავს უახლოეს მომავალში

აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო

Share