მთავარი » ბიზნესი » პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გირჩის მურაბის რეალიზება დაფინანსდა
პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გირჩის მურაბის რეალიზება დაფინანსდა

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გირჩის მურაბის რეალიზება დაფინანსდა

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გირჩის მურაბის რეალიზება 5000 ლარით დააფინანსა. ​დაფინანსებამდე, მიკრო მეწარმე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა. „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, ელიზა გოგოლაძემ მცირე ბიზნესის გაფართოება, წარმოების მოცულობის გაზრდა და საკუთარი პროდუქციის განვითარება შეძლო.

ეკონომიკის სამინისტრომ, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში 3000-ზე მეტ პროექტს დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, ჯამურად 8 000-მდე ადამიანი დასაქმდა, ამასთანავე, თანადაფინანსების სახით გაიცა 23 მილიონამდე ლარი, სადაც 5000-მდე ბენეფიციარია.