Home » ფინანსები » 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან საქართველომ 33 მლნ. ლარის მოგება მიიღო
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან საქართველომ 33 მლნ. ლარის მოგება მიიღო

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან საქართველომ 33 მლნ. ლარის მოგება მიიღო

 15 მაისს საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. გამარჯვებულს ინგლისისა და პორტუგალიის ფინალური დაპირისპირება გაარკვევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „სპორტის დაფაში“ სტუმრობისას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკავშილმა ისაუბრა, თუ რა ეკონომიკური ეფექტი მიიღო ამ ტურნირიდან საქართველომ.

„წმინდა სპორტული კუთხით, უეფა-მ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი გახლდათ – 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. მე არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს. ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რადგან ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება“ – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

 

Share