Home » მსოფლიო » შოტლანდიის სამეფო ბანკი 5.5 მლრდ დოლარს დაჯარიმდა სარისკო კრედიტების გაცემისთვის
შოტლანდიის სამეფო ბანკი 5.5 მლრდ დოლარს დაჯარიმდა სარისკო კრედიტების გაცემისთვის

შოტლანდიის სამეფო ბანკი 5.5 მლრდ დოლარს დაჯარიმდა სარისკო კრედიტების გაცემისთვის

შოტლანდიის სამეფო ბანკი 5.5 მილიარდ დოლარს გადაიხდის იმის სანაცვლოდ, რომ ის ფინანსურ კრიზისამდე იპოთეკურ კრედიტებს გასცემდა. ამასთან დაკავშირებით ბანკმა უკვე გამოყო საჭირო რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

როგორც ცნობილი გახდა საუბარია სარისკო კრედიტების გაყიდვაზე ამერიკის იპოთეკურ გიგანტ კომპანიებზე, რომელმაც 30 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს კონკრეტული შემთხვევა არის იმის გახსენება თუ რა მოხდა ბანკში ფინანსური კრიზისის დაწყებამდე და რა რისკზე წასვლა მოუწია ბანკს გლობალური ამბიციების მისაღწევად.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი სარისკო იპოთეკის გაყიდვის გამო კვლავ აგრძელებს გამოძიებას.

შოტლანდიის სამეფო ბანკი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი მსოფლიოში. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბანკის 73%-ს ფლობს. ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის სამეფო ბანკს გამოყოფილი აქვს 5.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი პოტენციური ჯარიმებისა და სამართლებრივი ხარჯებისთვის. აქედან 3.1 მილიარდი გამოყოფილია ბრალდებების მოსაგვარებლად, რაც სარისკო კრედიტების ამერიკაში გაყიდვას გულისხმობს.

 

წყარო: money.cnn.com

ლევან ლაგვილავა

Share