Home » ეკონომიკა » იანვარ-ივნისში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა
იანვარ-ივნისში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 მილიარდ 829,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 მილიარდ 249,5 მილიონი დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 580,3 მილიონი დოლარი (8.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.

ექსპორტ-იმპორტის დეტალური სტატისტიკა 19 ივლისს გამოქვეყნდება.

 

Share