მთავარი » მსოფლიო » რეჯებ ტაიპ ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს დროს ფუჭად აკარგვინებს
რეჯებ ტაიპ ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს დროს ფუჭად აკარგვინებს

რეჯებ ტაიპ ერდოღანი: ევროკავშირი თურქეთს დროს ფუჭად აკარგვინებს

„ევროკავშირი თურქეთს დროს ფუჭად აკარგვინებს,“ – ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა BBC-ან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ევროგაერთიანება ოფიციალური ანკარასთვისმიცემული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქეთისთვის ევროკავშირში გაწევრიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს, თუმცა ბრიუსელი ვალდებულია, პირობა შეასრულოს.

ერდოღანმა საუბარში აღნიშნა, რომ  წლების წინ ევროკავშირის სამიტებზე თურქეთში განხორციელებულ მიღწევებსა და რეფორმებს რევოლუციურ ნაბიჯად აფასებდნენ, დღეს კი ევროკავშირი თურქეთის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.