მთავარი » მსოფლიო » ტალინში, ტაქსებში ბიტკოინის მიღება დაიწყეს
ტალინში, ტაქსებში ბიტკოინის მიღება დაიწყეს

ტალინში, ტაქსებში ბიტკოინის მიღება დაიწყეს

ესტონეთის დედაქალაქში პირველი ტაქსები გამოჩნდა, სადაც  ანგარიშსწორება  ბიტკოინებით გახდა შესაძლებელი.

Sputnik-ი ესტონეთიდან იტყობინება, რომ  ბიტკოინებით გადახდის შესაძლებლობაზე მგზავრებს ინფორმაციის მიღება ტაქსის სალონში განთავსებული სტიკერით შეუძლიათ.

იდეა ტაქსის მძღოლს, ვსევოლდ იურგენსონს ეკუთვნის, რომელმაც ელექტრონული საფულე გახსნა და ბიტკოინებით ოპერაციების განხორციელება დაიწყო. ტაქსებში  გადახდის ამ სისტემის შემოღების იდეა კი, თავისთავად გაჩნდა.

ვსევოლდ იურგენსონი აღნიშნავს, რომ ტალინში ბევრი ტურისტი ჩადის და ამ გზით სურს ქვეყნის იმიჯის მხარდაჭერა მოახდინოს.

ის უკვე რამდენიმე ავტომობილის მფლობელია და გეგმავს ყველა მძღოლს შეძინოს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების უნარები.

 

წყარო: Gbc.ge