Home » მსოფლიო » უორენ ბაფეტმა 3.17 მილიარდი დოლარი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა
უორენ ბაფეტმა 3.17 მილიარდი დოლარი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა

უორენ ბაფეტმა 3.17 მილიარდი დოლარი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა

ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა ქონების ნაწილი საქველმოქმედო ფონდებს გადასცა. Reuters-ის ცნობით, საუბარია 3.17 მილიარდ დოლარზე. ეს თანხა უორენ ბაფეტის კუთვნილი Berkshire Hathaway-ის აქციების სახით გადაეცემა რამდენიმე ფონდს. მათ შორის იქნება ბობ და მილინდა გეითსის ფონდი, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სიღარიბის შემცირებას ცდილობს. ასევე, ფული გადაირიცხება მილიარდერის ყოფილი მეუღლის, ტომპსონ ბაფეტის სახელობისა და ბაფეტის შვილების კუთვნილი ფონდებშიც.

უორენ ბაფეტი 2008 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა. ახლა მისი ქონება 76 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

1tv.ge

 

Share