მთავარი » გალერეა » ხულო-თაგოს საბაგირო გზა ევროპაში უსაყრდენო საბაგიროებს შორის მეორე ადგილზეა

ხულო-თაგოს საბაგირო გზა ევროპაში უსაყრდენო საბაგიროებს შორის მეორე ადგილზეა

ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზა, რომლის სიგრძე 1719 მეტრია და სიმაღლე 280 მეტრი ევროპაში უსაყრდენოსაბაგიროებს შორის მეორე ადგილზეა. 

სოფელში, საბაგიროს მშენებლობის ისტორია დღესაც კარგად ახსოვთ.

„სოფელმა მეითხუა, განცხადება გაგზავნეს და შევარდნაძემ დააკმაყოფილა. მანქანა იქირაო, 20 ლარზე ქვეშ არ გამოდის და 20 კაპიკად გევიდა-გამევიდა, ტვირთი გამეიტანა – ნამჯა, შაქარი, ფქვილი, ყველაფერი“, – გვიყვება ადგილობრივი მცხოვრები ზაქრო ბოლქვაძე.

„საბაგირო ძირითადი ტრანსპორტია: 8 წუთში გადის და 8 წუთში გადმოდის. ამით სარგებლობს თაგოყინჩაურიძმაგულაფაჩხამშობიარეებიც გადაუყვანიათ და სასწრაფოს რო უჭირს მოსვლა სოფელში, ექიმებიც მიჰყავთ. უფრო ტირილზე და ქორწილზეა ბევრი ხალხი“.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და სოფ. თაგოსთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა.   ხულოს ცენტრიდან სოფელში სამანქანო გზითაც შეიძლება მისვლა, თუმცა 6 კმ მანძილის გავლა  8წუთზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება, დაზიანებული გზის საფარის გამო.

საბაგირო, თაგოს გარდა, ხულოს ცენტრს კიდევ 6 სოფელთან აკავშირებს.  ყოველდღიურად ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, 100-ზე მეტი ადგილობრივი სარგებლობს, ზაფხულობით კი, მათ ექსტრიმის მოყვარული  ტურისტებიც ემატებიან.

 წყარო: 1tv.ge