ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, OnePrice Georgia, 2024 წლის ბოლომდე, ფ...

როგორც OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი, ლევან პაიკიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კომპანიის პოზიციონირება სამართლიანი ფასების კონცეფციას ეფუძნება, რაც ლოიალური მომხმარებლების მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ლევან პაიკიძე განმარტავს, რომ OnePrice-ის მომხმარებლებისთვის აქციებისა და ბენეფიტების შეთავაზებისთვის ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რის გამოც ქსელი “საქართველოს ბანკთან” უკვე 1.5 წელია აქტიურად თანამშრომლობს.“მივყვებით გლობალური ბაზრის ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს კარგი ხარისხის პროდუქცია, ყველაზე დაბალ ფასად მივაწოდოთ. ჩვენი ფასების პოზიციონირება ეფუძნება სამართლიანი ფასების კონცეფციას. გარდა ამისა, ჩვენი ქსელი მომხმარებელს სისტემატურად სთავაზობს ფასდაკლებებს, გათამაშებებს, რაც ჩვენს მომხმარებელს ახალისებს. ჩავუშვით ლოიალობის პროგრამაც, რათა უკეთ გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების სურვილები და დამატებით ბენეფიტები შევთავაზოთ.ამ ყველაფრის განსახორციელებლად ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. “საქართველოს ბანკის” აქტიური მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს კომფორტული სამომხმარებლო გამოცდილება შევუქმნათ და ერთ სივრცეში, კონკურენტულ ფასად, ის პროდუქტები მივაწოდოთ, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ”, - ამბობს ლევან პაიკიძე.OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის განვითარებაში “საქართველოს ბანკის” ინვესტიციის მოცულობა $2 მილიონს აღწევს, რასაც კომპანია ქსელის განვითარებას ახმარს.“1.5 წელია, რაც “საქართველოს ბანკთან” აქტიურად ვთანამშრომლობთ. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია $2 მილიონზე მეტია, აღნიშნული თანხა კი საბრუნავი კაპიტალის შევსებას მოხმარდა. ბანკის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი პროდუქციის 50% სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული და სწორედ ეს გვაძლევს ფართო ასორტიმენტის ქონის შესაძლებლობას, რაც ასე იზიდავს ჩვენს მომხმარებლებს”, - აღნიშნავს OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი.კომპანია მომდევნო თვეების განმავლობაში სამი ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. 2024 წლის გეგმებს შორის კი, “საქართველოს ბანკის” ხელშეწყობით, ქვეყნის მასშტაბით არსებული მაღაზიების რაოდენობის 50-მდე გაზრდაა.“უახლოეს 2 თვეში სამი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, One Price-ის გახსნა იგეგმება ბათუმშიც. სამომავლო გეგმები ძალიან დიდია, ხოლო განვითარების პერსპექტივა - უზარმაზარი.უპირველეს ყოვლისა, ქსელის ქვეყნის მასშტაბით განვითარება გვსურს. გვინდა, რომ 2024 წლის ბოლომდე საქართველოში 50 ფილიალით ვიყოთ წარმოდგენილები. ასევე, E- Commerce მიმართულების განვითარებას და საკუთარი ინტერნეტმაღაზიის შექმნას ვგეგმავთ. მიზანია, რომ საკვები პროდუქტების კატეგორიაში ე.წ. hard discounter-ები ვიყოთ”, - განმარტავს ლევან პაიკიძე.“საქართველოს ბანკი”, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, პარტნიორი ბიზნესების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ბანკის პორტფელში საცალო ბიზნესის წილი მნიშვნელოვანი და მზარდია, საქართველოს ბანკი კი ამ ტენდენციის შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს.კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ირაკლი კიკალიშვილი აღნიშნავს, რომ “საქართველოს ბანკი” ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, რასაც კომპანია OnePrice Georgia-ს განვითარების გზაც ადასტურებს.“მაქსიმალურად ვცდილობთ, მხარში დავუდგეთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების განვითარებაში, გავაძლიეროთ და დავეხმაროთ მათ დასახული მიზნების მიღწევაში. “საქართველოს ბანკისათვის” კერძო ბიზნესთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს არა მხოლოდ ფინანსური რესურსით ვეხმარებით, არამედ ვთავაზობთ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტებსა და რეკომენდაციებს.მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. ამის დასტურია, კომპანია OnePrice, რომლის განვითარებასაც წლიდან წლამდე ვხედავთ. ის ბაზარზე 1.5 წლის წინ შემოვიდა და დღეს უკვე 16 ფილიალს ფლობს, 2024 წლის ბოლომდე კი 50 -მდე მაღაზიის გახსნა სურს საქართველოს მასშტაბით, რაც ძალიან ამბიციური გეგმაა. გვიხარია, რომ ვხედავთ კომპანიის ასეთი ტემპით გაძლიერებას”, - ამბობს ირაკლი კიკალიშვილი და დასძენს, რომ ბანკისათვის კერძო სექტორის განვითარება 2024 წელსაც უცვლელ პრიორიტეტად რჩება.OnePrice-ის ფილიალები ერთ სივრცეში 15 000-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს, როგორებიცაა: საყოფაცხოვრებო ნივთები, თავის მოვლის საშუალებები, სათამაშოები, სამზარეულოსა და აბაზანის ნივთები, აქსესუარები, ტექსტილი, ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სარემონტო ხელსაწყოები და სხვ.

1711711235

რას გულისხმობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივა, რო...

ამჟამად არსებული რეგულაციით, თუ პირს უნდა შემოიტანოს მანქანა და მიზანია, რომ შემდეგ დაშალოს, უწევს, რომ შემოიყვანოს როგორც ჩვეულებრივმა მყიდველმა პირადი მოხმარებისთვის, დაარეგისტრიროს, გადაიხადოს აქციზის გადასახადი და შემდეგ დაშალოს. მაგრამ თუ წამოიღებს მაგალითად მანქანის ნახევარ ნაწილს, სადაც ძრავი და ძირითადი ნაწილებია, მხოლოდ დღგ-ს გადახდა უწევს. სექტორის წარმომადგენლების თქმით თუ წინასწარ ცნობილია, რომ მანქანა დასაშლელად ჩამოდის, რეგისტრაციაზე დრო აღარ უნდა დაიხარჯოს და არც აქციზის გადასახადი უწევდეთ.ალექსი ნონიაძის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობენ  არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები,  რომლებსაც ავტომობილები შემოჰყავთ და ისე შლიან, რომ არ ხდება მათი განბაჟება.„ამის გამო ზარალდება პატიოსანი ავტოიმპორტიორი, იმიტომ რომ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებთან  ერად არასამართლიან კონკურენციაში შედის, პრობლემა არის იმ მხრივ, რომ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო იმ კომპანიების გაწითლება რომლებსაც შემოყვანილი ჰყავთ ეს მანქანები, მაგრამ მათაც არ გააჩნიათ ის სათანადო ბერკეტები, რომ ბოლომდე თვალი მიადევნონ პროცესს და კონკრეტული პირების კეთილსინდისიერებაზე არიან დამოკიდებულები, რაც ფართომასშტაბიანი პრობლემა გახდა.შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ვისაც ექნება დავალიანება "გააწითლოს", რის შემდეგაც კომპანიებს სრულყოფილად ფუნქციონირება აღარ შეუძლიათ. ასევე წითელ ზონაში ხვდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც შემოჰყავთ ავტომობილები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ხდება ვერც  ექსპორტზე გაყვანა და ვერც დაშლა. ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე თუ როგორ შეიძლება გამოსწორება და წავედით ამ მიმართულებით“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ნონიაძის თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე შედგა კონტაქტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ავტოიმპორტიორთა ასოციაციას შორის.მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც ელექტრო სატვირთო ავტომობილებზე ელექტრო მსუბუქი ავტომობილების მსგავსი შეღავათების დაწესებას გულისხმობს.„ამჟამად ელექტრო სატვირთო ავტომობილებს იგივე შეღავათები არ აქვთ, რაც ელექტრო მსუბუქ  ავტომობილებს, შესაბამისად ხელი რომ შევუწყოთ ქვეყანაში მათ შემოყვანას და რაოდენობის ზრდას გვაქვს ინიციატივა."- აღნიშნა ნონიაძემ.მისი თქმით, ასოციაციამ იუსტიციაში სახელწოდების ცვლილებაზე შეიტანა განაცხადი და იქნება "ავტო იმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია""დავიცავთ  როგორც  ავტოიმპორტიორების, ასევე  ავტომფლობელების უფლებებსაც. სხვანაირად  ბაზარი ვერ  განვითარდება  თუ მხოლოდ იმპორტიორების უფლებებს დავიცავთ და არა ავტომფლობელების.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ნონიაძის თქმით, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის მიერ მიწოდებულ ტექნიკურ რეგლამენტში საუბარი იყო მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრის რეგულირებაზე, თუმცა ნონიაძის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესები და ბიზნესის ინტერესები  თანხვედრაში უნდა იყოს.„საჭიროა როდესაც გარემოზე ვფიქრობთ, ამავდროულად ვიფიქროთ იმაზეც, თუ რამდენად ეკონომიკურად გამართულ სისტემას მივიღებთ. სასწორზე დგება ერთის მხრივ გარემო და მეორეს მხრივ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.ნონიაძემ 2019-2023 წლების იმპორტის და რეექსპორტის მონაცემებზეც ისაუბრა.„არ შეიცვალა რეექსპორტი, მაგრამ შეიცვალა  იმპორტი 58 000-ზე მეტი ავტომობილი შემოვიყვანეთ 2019 წელს, ანუ პანდემიამდე, შიდა მოხმარება  მნიშვნელოვნად  არ  გაზრდილა,  რეექსპორტი ოდნავ გაიზარდა, სამაგიეროდ 58 000 ავტომობილია, რომელიც ბაზარზე  გაიჭედა და გაჭედა ბაზარი, ჭარბი მიწოდება მოხდა და იძულებული არიან რომ ეს ავტომობილები გაყიდონ, ცდილობენ რომ თვითღირებულებაში გაყიდონ, ზარალზე მიდიან.სანამ არ ამოიწურება და ეს 58 000 ავტომობილი არ გავა ბაზრიდან, ბუნებრივია იმპორტი შემცირდება, სანამ  სასწორის პინები არ გათანაბრდება.“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.commersant.ge

1711709292

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე გრძელდება — გაიცანით "ბუკას ბეიქერი"

ორიგინალური ტორტებითა და უგემრიელესი დესერტებით გამორჩეული საკონდიტრო ბუკას ბეიქერი ერთ-ერთი წარმატებული ქალი მეწარმის ბიზნესია, რომელიც საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის ნაწილი გახდა. უკვე 5 წელია, რაც ბუკას ბეიქერის ცნობილი ტორტები მრავალი სადღესასწაულო შეკრების ნაწილია და ჩვენთვის გამორჩეულ დღეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. როგორ გაჩნდა ბუკას ბეიქერის შექმნის იდეა და რა მოსწონთ მომხმარებლებს განსაკუთრებით, საკონდიტროს დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ ქუტიძე, თავად მოგვიყვა.“საკონდიტროს შექმნის სურვილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვქონა, იდეა კი ამ სფეროში მიღებული განათლების შემდეგ გაჩნდა. 2019 წელის ბოლოს ბუკას ბეიქერი საკმაოდ წარმატებულად გაიხსნა, მაგრამ პანდემიის სახით კრიზისული პერიოდი მალევე დადგა. დროთა განმავლობაში კი, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდით. ჩვენი საკონდიტრო გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული დესერტებითა და ყველასგან განსხვავებული სადღესასწაულო ტორტებით, თუმცა მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი დარიჩინის ფუნთუშებია. ასევე, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ბაზარზე არსებული დესერტებისგან განსხვავებული შიგთავსების მქონე პროდუქცია შემოიტანა”, — ამბობს მარიამ ქუტიძე.ქალი მეწარმეებისთვის WOLT-ის აპლიკაციაში შექმნილი შეთავაზებით ბუკას ბეიქერიმ უკვე ისარგებლა და როგორც მარიამ ქუტიძე აღნიშნავს, შედეგები საკონდიტროზე უკვე დადებითად აისახა. ბუკას ბეიქერის მსგავსად, საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო კამპანიის ნაწილი სხვა ქალ მეწარმეებსაც შეგიძლიათ გახდეთ და შემდეგი ბიზნესშეთავაზებებით ისარგებლოთ: მარტის თვის განმავლობაში Wolt Ads პლატფორმის მეშვეობით რეკლამას უფასოდ განათავსებთ, რომელსაც ათასობით მომხმარებელი ნახავს; თქვენი მომხმარებლები პროდუქციის შეკვეთისას ვოლტზე 1 კვირის განმავლობაში უფასო მიტანით ისარგებლებენ; მარტის თვეში საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება, Plus ქულები და ა.შ.) შექმნის შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 30%-ს საქართველოს ბანკი აგინაზღაურებთ და თანხა უკან დაგიბრუნდებათ. Ads მენეჯერით შექმნილი შეთავაზება კი საშუალებას მოგცემთ 1,4 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისწვდეთ.“ეს კამპანია ჩვენს საკონდიტროზე საკმაოდ დადებითად აისახა და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წამოწყებები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის”, — აღნიშნა მარიამ ქუტიძემ.საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო შეთავაზებით სარგებლობისთვის ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ.

1711709164

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავ...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.„ეს მაჩვენებლები რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია, თუმცა ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დავაჩქაროთ პოტენციური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური, რათა ეკონომიკური ზრდის სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ვახტანგ ცინცაძე რიგი გადაწყვეტილებების და ინიციატივების შესახებ საუბრობს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლადაა მიმართული. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარების და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.2024 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, იანვარ-თებერვალში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ს გაუტოლდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

1711708906

გოგიტა თოდრაძე: თებერვალში 6200 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, წინა წლის...

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.„კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლების შემცირებით, მათი რაოდენობა 2024 წლის თებერვალში 23%-ით არის შემცირებული და კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის.ამასთან, 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა",- განაცხადა თოდრაძემ.

1711705332

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში."2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

1711703568