ახალი ამბები

სხვა სიახლეები
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში."2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

1711703568

BAG ინდექსი: 2024 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

საგულისხმოა, რომ 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 93% გეგმავს.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 90% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მრეწველობის სექტორში - 69%, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში - 63% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის ზრდას.რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ინვესტიციების მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს გამოკითხული კომპანიების 70%-მა გაზარდა ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით. ვაჭრობის სექტორში, ჯამური ინვესტივიების ზრდა კომპანიების 76%-მა დააფიქსირა, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში 69%-მა, ხოლო მშენებლობაში - 50%-მა გაზარდა ინვესტიციები 2023 წელს.შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2023 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2024 წლისთვის.BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1711703044

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 66 პოზიციით დაწინაურ...

ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $6.46 მილიარდად აქვს შეფასებული და რეიტინგში 426-ე ადგილს იკავებს.14 მარტის მონაცემებით, ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $5.82 მილიარდად ჰქონდა შეფასებული და რეიტინგში 492-ე ადგილს იკავებდა.ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში კვლავ დაბრუნდა.შემდეგ თვეებში მისი ქონება შემცირდა, შესაბამისად რეიტინგში აღარ იძებნებოდა, თუმცა დღეს ის კვლავ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს.

1711627368

საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებ...

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.სებ-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

1711624175

ქარქაშაძე - დავიწყეთ მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რ...

„აუცილებლად შევეცდებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, სრულად დავაკმაყოფილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ამასთან, ქარქაშაძემ სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა.„ჯერ კიდევ ვერ გამოვედით ემოციებიდან და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს ეს ისტორიული გამარჯვება. ისტორია დაწერილია, ისტორია, რომელსაც აუცილებლად მოვუყვებით შვილიშვილებს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ, 2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება ათი ავიაკომპანიის მიერ, 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. 

1711623889

პოზიტიური სიახლეები და მაგარი ამბავი – თიბისი კაპიტალისგან

„საკუთრივ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტი, ხოლო იმპორტში მაღალია საინვესტიციო კომპონენტის წილი, რაც ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ ასევე მაღალ პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, თებერვლის სავალუტო ბაზრის დინამიკა, ამავე პერიოდში მთლიანობაში აშშ დოლარის ჭარბ მიწოდებას აჩვენებს, რადგანაც სებმა 78 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამ მხრივ, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა, თუმცა მაინც მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული.ამავდროულად, სამშაბათს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. და, რასაკვირველია, იმავე დღეს მთავარი - ნანატრი გამარჯვება და ევრო 2024-ში მონაწილეობა. ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1711623043