ახალი ამბები

სხვა სიახლეები
რამდენ მილიარდ დოლარს შეადგენს სახელმწიფო საგარეო ვალი?

მათივე მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მარტის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.473 მლრდ დოლარი, ანუ მაშინდელი კურსით 21.694 მლრდ ლარი იყო.აღსანიშნავია, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა კონკრეტულად მთავრობის საგარეო ვალი, ეროვნული ბანკის კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მარტში მთავრობის ვალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა თითქმის 287 მილიონი დოლარით და შეადგინა 8.326 მლრდ დოლარი, 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 8.039 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ვალი კი 433.164 მილიონი დოლარიდან 396.553 მილიონ დოლარამდე შემცირდა.ამასთან, 2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).მსხვილი კრედიტორები 2024 წლის მარტის მდგომარეობით: აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.238 მლრდ დოლარი; ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.118 მლრდ დოლარი; მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.519 მლრდ დოლარი; მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 556.8 მლნ დოლარი.

1713181907

რომელი ქვეყნებიდან ირიცხება საქართველოში ყველაზე მეტი ფული?

საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან 51%-ით შემცირდა. ევროკავშირის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 41.45%-ს (115.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი ქვეყნების - 58.5%-ს (162.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.2024 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან: რუსეთის ფედერაცია - 52,997 მლნ აშშ დოლარი იტალია - 46,666 აშშ დოლარი აშშ - 44,763 აშშ დოლარი ისრაელი - 21,095 აშშ დოლარი საბერძნეთი - 20,960 აშშ დოლარი გერმანია - 20,146 აშშ დოლარი ყაზახეთი - 11,810 აშშ დოლარი თურქეთი - 8,239 აშშ დოლარი ესპანეთი - 5,651 აშშ დოლარი ირლანდია - 5,125 აშშ დოლარი მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით არის შემცირებული.

1713181818

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ეჯაილ სამიტი ჩატარდება

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summit.ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor. 

1713178657

Galt & Taggart საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარ...

ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილი გაუძღვებიან.ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულ მოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენას სექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა მოლოდინებია ბირჟებზე მომდევნო სამი კვარტლის მიმართ.ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციები ან ფონდები და რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას.„მოხარული ვართ, რომ ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ვებინარის დახმარებით გაეცნონ საფონდო ბირჟების შესახებ სიღრმისეულ, კვლევებზე დაფუძნებულ მიმოხილვას და გაიგონ მეტი ინვესტირების პრაქტიკულ მხარეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ამასთან, ვაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://galtandtaggart.com/ka/lead-from-analysisრეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

1713178577

გაეცანი გრეის ჰოპერის ტექ დაჯილდოების ნომინაციებს - მოიპოვე აღიარება ტ...

რეგისტრაცია 20 მაისამდე ვებგვერდზე შეგიძლიათ.ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.2024 წელს ჯილდო 5 კატეგორიაში გაიცემა:ტექნოლოგიური ლიდერის  კატეგორიაში ჯილდო გადაეცემა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფ ქალს, რომელსაც აქვს გამორჩეული მიღწევები და საკუთარი საქმიანობით საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებს.კატეგორიაში აღმოჩენა ახალ თაობაში დაჯილდოვდება 16-დან 26 წლამდე გოგონა, რომელიც STEM სფეროში ადრეული ასაკიდანვე შთამბეჭდავი აკადემიური მიღწევებითა და პროფესიული მისწრაფებებით გამოირჩევა და აქვს პოტენციალი გახდეს სფეროს ლიდერი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.გამორჩეული მეცნიერის ტიტული მიენიჭება ქალ მეცნიერს, რომელსაც შეაქვს დიდი წვლილი STEM მეცნიერების სფეროში (ინჟინერია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია).კატეგორიაში ინოვაციური ტექ პროდუქტი ჯილდო გადაეცემა ინოვაციურ პროდუქტს, რომლის შემქმნელიც ქალია და რომელიც კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტით ბიზნესისა თუ საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს. ამ კატეგორიის გამარჯვებული შესაძლოა იყოს როგორც ტექნოლოგიური სტარტაპი, ასევე ცალკეული ტექნოლოგიური გადაწყვეტა, პროდუქტი ან მომსახურება, რომელზეც იმუშავა გუნდმა კომპანიის შიგნით.და ბოლოს, კატეგორიაში ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის დაჯილდოვდება გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც თანასწორობას, მრავალფეროვნებას და ტექნოლოგიებში ლიდერულ პოზიციებზე ქალების წინსვლას ემსახურება.ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.გამარჯვებული კომპანია მიიღებს 10 ათასი ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის წახალისებას შეუწყობს ხელს.გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და დაჯილდოებაში მონაწილეობის შესახებ წესებს გაეცანით ვებგვერდზე.

1713178505

ბაზისბანკის მხარდაჭერით საქველმოქმედო კამპანია #მიყვარხარდედა გაიმართა

ბაზისბანკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კონტრიბუციით, კამპანიის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი დედებისთვის, შვილებმა სპეციალურად შეარჩიეს და გადასცეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები.11 აპრილს კი, საქველმოქმედო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, დედები მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს და სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ ,,მაკბეტს“ დაესწრნენ.ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს  არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს და ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას.ბაზისბანკის და სოლომისიის პარტნიორობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მასშტაბური საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდება.

1713178096