Home » გალერეა » ოსკარები 2017-ის საუკეთესო მომენტები – გიფები და სახალისო ვიდეოები
ოსკარები 2017-ის საუკეთესო მომენტები - გიფები და სახალისო ვიდეოები

ოსკარები 2017-ის საუკეთესო მომენტები – გიფები და სახალისო ვიდეოები

ოსკარების 89-ე ცერემონია უხერხული და სახალისო მომენტებით საკმაოდ დატვირთული იყო. ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელებმა საზოგადოების ყურადღება ჯერ წითელ ხალიჩაზე მიიქციეს, ხოლო, მოგვიანებით, გამარჯვებულების დასახელებისას, ყველაზე სახალისო რეაქციებით დაამახსოვრეს მაყურებელს თავი.

გთავაზობთ ოსკარების 89-ე ცერემონიის ყველაზე სახალისო და დასამახსოვრებელ ეპიზოდებს.

ოსკარების ცერემონია ჯასტინ ტიმბერლეიკის მიერ შესრულებული სიმღერით “Can’t Stop the Feeling” დაიწყო. წარმოდგენა განსაკუთრებულად საინტერესო მაშინ გახდა, როდესაც შემსრულებელმა დარბაზში მჯდომ მეუღლესთან ერთად ცეკვა დაიწყო.

სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია მერილ სტრიპის გიფები, განსაკუთრებით საინტერესოა ეპიზოდი, სადაც მსახიობი თავისი ქმრის ზურგს უკან დამალვას ცდილობს.

ვარსკვლავები ძალიან გაამხიარულა ტკბილეულისა და დონატების წვიმამ. მერილ სტირპის რეაქცია ამ შემთხვევაშიც ყველაზე გამორჩეული იყო.

საზოგადოება ძალიან გაამხიარულა ნიკოლ კიდმანის აპლოდისმენტებმა. სოციალურ ქსელში მსახიობზე ბევრი იხუმრეს.

წლევანდელი ცერემონია აღსანიშნავი იყო პოლიტიკური განცხადებებითაც. გაელ გარსია ბერნალმა დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული მექსიკის კედლის მშენებლობა გააპროტესტა და ხაზი გაუსვა, რომ ის ეწინააღმდეგება ნებისმიერი კედლის მშენებლობას, რომლის მიზანიც ხალხის გაყოფაა.

და ბოლოს, ოსკარების 89-ე დაჯილდოების კულმინაცია, როდესაც „მთვარის შუქის“ ნაცვლად, წლის საუკეთესო ფილმად, შეცდომით, „ლა ლა ლენდი“ დასახელდა.

ოსკარის 89-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში ჩატარდა. საუკეთესო ფილმად „მთვარის შუქი“ დასახელდა.

გამარჯვებულის გამოცხადების დროს შეცდომა დაუშვეს, წამყვანმა, ნომინაციის გამარჯვებულად, თავდაპირველად, ფილმი „ლა ლა ლენდი“ გამოაცხადა. კინოაკადმიამ, მოგვიანებით, ბოდიში მოიხადა.

14 ნომინაციაზე წარდგენილმა „ლა ლა ლენდმა“ ექვსი ჯილდოს მოპოვება შეძლო. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად ემა სტოუნი დასახელდა, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარი მსახიობ ქეისი აფლეკს გადაეცა.

წყარო: 1tv.ge

Share