ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის სპეციალური შეთავაზება ბიზნესს მარ...

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნეს მომხმარებლებისთვის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ციფრულ ხელსაწყოებზე სპეციალური პირობები დააწესეს. ბიზნესებს უკვე აქვთ საშუალება, ბაზარზე წარმოდგენილი საუკეთესო მარკეტინგული პლატფორმები ფასდაკლებით, ქეშბექით ან უფასო სერვისით გამოიყენონ და ამით ბიზნესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ.სპეციალური პირობები კატალოგში წარმოდგენილ ათობით სერვისზე ვრცელდება, დღეს კი მათ შესახებ მოგიყვებით, რომელთა დახმარებით თქვენი მარკეტინგული კამპანიები განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.Google Ads by MeDigitინტერნეტში ძიების 90% Google-ის პლატფორმაზე მოდის, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მარკეტინგულ ხელსაწყოდ აქცევს. Google Ads-ის გამოყენებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარამეტრების სწორად შერჩევა, გეგმის შედგენა და კამპანიის ეფექტიანად მართვა, რათა თქვენინ რეკლამა Google-ის საძიებო სისტემაში ბევრ სხვა შეთავაზებას შორის არ ჩაიკარგოს. სწორედ ამ მიზნით, MeDigit-მა Google Ads-ის მართვის სერვისი შექმნა, რომელიც მარკეტინგული მენეჯერის როლს შეასრულებს. ამ სერვისის შეძენა კი Mastercard-ის ბიზნეს ბარათით თითქმის 300-დოლარიანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.Pixlrციფრული მარკეტინგი ფოტო და ვიდეო მასალის გარეშე რთულად წარმოსადგენია. ხშირად მარკეტინგული კამპანიის წარმატებას მისი ვიზუალური მხარე განსაზღვრავს. მის შესაქმნელად კი სპეციფიკური ხელსაწყოებია საჭირო.Pixlr Premium-ის პლატფორმა მომხმარებლებს ფოტომასალის რედაქტირების, დამუშავების და გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი ბანერების, პოსტების, სთორების და სხვა სახის კონტენტის მომზადება, რომელიც ბიზნესს სოციალურ მედიასა და ციფრულ არხებში საკუთარი პროდუქტისა თუ სერვისის წარმოსაჩენად სჭირდება. პლატფორმა აღჭურვილია AI-ასისტენტით და ის სიმარტივეზეა ორიენტირებული.საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Pixlr Premium-ზე 25%-იანი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.HubSpotთუ Pixlr-ის და Google Ads-ის პლატფორმების დახმარებით მარკეტინგული კონტენტიც შექმენით და მისი ინტერნეტში გაშვებაც მოახერხეთ, ახლა მომდევნო ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, რაც მომხმარებლების მოზიდვას და მათ მომსახურებას მოიცავს.ამ კომპლექსური პროცესის მართვა HubSpot-ის პლატფორმითაა შესაძლებელი. იგი მომხმარებელთან ურთიერთობის, სოციალური მედიის და კონტენტის მართვის, ასევე, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის და ვებჰოსტინგის და ანალიტიკურ სერვისებს გთავაზობთ.HubSpot-ს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები უკვე 17 წელია, იყენებენ, მისი სერვისის შეძენა კი საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათით 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.Customer.ioბიზნესის წარმატების კიდევ ერთი კომპონენტი მომხმარებლისგან მიღებული შეფასების მოსმენა და გათვალისწინებაა. მომხმარებლები ბიზნესთან კომუნიკაციისას სხვადასხვა არხს ირჩევენ, ამიტომ კომპანიას გამართული საკომუნიკაციო ქსელი უნდა ჰქონდეს და ყველა საჭირო პლატფორმაზე გონივრულ ვადებში პასუხობდეს მათ შეკითხვებსა თუ რჩევებს.სწორედ ამ სერვისს გვთავაზობს Custumer.io - მულტიმედია მარკეტინგ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელთან კომუნიკაციაზეა ორიენტირებული. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც ტექსტური ფორმატით მარკეტინგული კამპანიის განხორციელება, ასევე მონაცემების დამუშავება, მომხმარებლის ქცევის გაანალიზება და მათგან მიღებული პასუხების საფუძველზე პროდუქტისა თუ სერვისი გაუმჯობესება. Mastercard-ის ბიზნეს ბარათით Customer.io-ს Startup Program-ით სარგებლობა სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.ეს მხოლოდ ნაწილია იმ პლატფორმებისა, რომელთა გამოყენება საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში შეღავათით შეგიძლიათ. შეთავაზებების კატალოგი ათობით სხვა პლატფრომას აერთიანებს, რომელთაც თქვენი ბიზნესის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლიათ, ამიტომ მათ შეთავაზებების გვერდზე აუცილებლად უნდა გაეცნოთ.თუ ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბიზნეს ბარათი, შეუკვეთეთ იგი ბიზნეს ინტერნეტ ბანკში ან ბიზნეს მობილბანკში მარტივად. ხოლო თუ გსურთ შეღავათებით სარგებლობა, მაგრამ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ.

1713961240

წარმატება სამართლის საერთაშორისო კონკურსზე – ილიაუნის სტუდენტების შედე...

ჯესაპი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო საჯარო სამართალში, სადაც ეროვნულ და საერთაშორისო ეტაპებზე 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსის სპეციფიკა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს როგორც წერილობითი ნაშრომების მომზადებას, ისე ზეპირ წარმომადგენლობას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე.საერთაშორისო კონკურსზე გამგზავრებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა ეროვნულ რაუნდში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისა და ვაშინგტონში გამგზავრების ხარჯები კი საქართველოს ბანკისა და ილიას უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სრულიად დაიფარა.საქართველო კონკურსის ფინალურ რაუნდში ილიას სტუდენტებმა წარადგინეს: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე. გუნდს კი მენტორობამრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, თინათინ გოლეთიანმა, გაუწია.მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ჯესაპის კონკურსზე პირველად ასპარეზობდნენ, საერთაშორისო რაუნდის დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს. გუნდი შეხვდა კანადის (ონტარიო), ირანის (თეირანი), უზბეკეთისა (ტაშკენტის) და გერმანიის (ჰერტის საჯარო მართვის სკოლა) გუნდებს. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა აიღო Best Overall Applicant Side – საუკეთესო მოსარჩელე მხარის – პრიზი, რაც გულისხმობს ჯამურად – როგორც წერილობით, ისე ზეპირ კომპონენტებში, პირველი ადგილის მოპოვებას.წერილობითმა ნაშრომებმა საერთო რეიტინგის მიხედვით 38-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს მასშტაბით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კონკურენციის გათვალისწინებით: აშშ-ში კონკურსის საერთაშორისო ეტაპზე, წინა წლებთან შედარებით, რეკორდული რაოდენობის – 150 გუნდი – მონაწილეობდა მსოფლიოს 85 ქვეყნიდან.გარდა გუნდური წარმატებისა, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ინდივიდუალური გამარჯვებაც მოიპოვეს: გუნდის წევრები, ქეთევან ბეჟანიშვილი და მარიამ ტაგანაშვილი, მონაწილე 523 სტუდენტიდან საუკეთესო ზეპირ გამომსვლელთა ტოპ 50-ში მოხვდნენ, საერთო შეფასებების მიხედვით.როგორც თინათინ გოლეთიანი გვეუბნება, სტუდენტებმა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, რათა სამართლის სფეროში ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე საქართველო ღირსეულად წარედგინათ:"კომპლექსურ კაზუსზე 7-თვიანი მუშაობის შედეგად შესაძლებლობა მოგვეცა, განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები. კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა კომპლექსურ საკითხზე სამართლებრივი ანალიზისა და მოსამართლეების წინაშე ზეპირი წარმომადგენლობისათვის მომზადება ინგლისურ ენაზე გვიწევდა, რაც საკმაოდ რთული პროცესია. მყარი არგუმენტაციის მომზადება კი უდიდეს ძალისხმევასა და შრომას მოითხოვდა. გვჯერა, რომ ჯესაპის კონკურსზე ჩვენი წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ვუბიძგებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობისკენ, ეს აუცილებლად იქნება მათთვის კარიერული და პიროვნული ზრდის საწინდარი“.საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლის სკოლის გაძლიერებას, თუმცა იმისათვის, რომ ყველა ნიჭიერ და პერსპექტიულ სტუდენტს ჰქონდეს ასეთ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა, აუცილებელია, კერძო სექტორის მხარდაჭერა.„საქართველოს ბანკი“ აქტიურად ქმნის და მომავალშიც განაგრძობს სტუდენტებისთვის უსაზღვრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ იდეას ემსახურება საერთაშორისო და ადგილობრივი სასტიპენდიო პროგრამები, ოლიმპიადები და საგანმანათლებლო სივრცეები, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი გველის. მთავარია, გამოიყენო შესაძლებლობები, არ შეწყვიტო ცდა და განვითარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1713959255

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „...

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების არა მხოლოდ დაარქივება, არამედ ახალი თაობისთვის მათი გაცნობა და საინტერესო ფორმით შეთავაზება.პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ  90-იანებისა და 2000-იანი წლების შემსრულებლები ის პირველი თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. როგორც ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი განმარტავენ, ამ პერიოდში შექმნილი ალტერნატიული მუსიკა მელომანებისთვის თავისუფლების ხმად იქცა. შესაბამისად, დღეს მათი შემოქმედების ფირფიტებზე გაცოცხლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.საქართველოს ბანკისა და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ქართველი არტისტის ფირფიტის გამოცემა იგეგმება. პირველი „ნიკაკოის“ ფირფიტაა, რომელიც მელომანებისთვის უკვე  ხელმისაწვდომია და მუსიკის მოყვარულები მის შეძენას “ვოდკასტში“;  „მორევში“ და XO Vinyl shop- ში  შეძლებენ.„საქართველოს ბანკისთვის ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი არტისტების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალი ფორმით წარდგენა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ჯგუფთან ერთად შეგვექმნა ოთხი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი არტისტის ფირფიტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევძინოთ მათ შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და მსმენელისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ ისინი“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.ფირფიტების გამოცემა ლიმიტირებული ტირაჟით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ფირფიტის წარმოება გრძელვადიან პროცესს გადის და უმეტესწილად ჩანაწერების კარგი ხარისხით მიგნებასა და მათ უკან მდგარი ისტორიების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამის მიზეზი ადრეულ 90-იან და 2000-იან წლებში ხმის ჩამწერი სტუდიების არარსებობა იყო, რის გამოც არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ.როგორც საქართველოს ბანკის გუნდში აცხადებენ, პარტნიორობის ფარგლებში ოთხი ფირფიტა 2024 წლის ბოლომდე გამოიცემა. მანამდე კი „ნიკაკოის“ პირველ ფირფიტასთან დაკავშირებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

1713958140

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.წელს პრემია “ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwardsნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com

1713958117

შამუგია: ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც...

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და მეტ შემოსავალს მიიღებენ.უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო. მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.კომპანიას MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება 50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება.აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 505 ჰა-ზე 1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 123 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი.ინფორმაციას გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1713957724

რუსეთმა ლუდის იმპორტზე გადასახადი გაზარდა - რომელი ქართული კომპანიები...

რაც შეეხება 2024 წელს, იანვარ-მარტში ქართული ლუდის მთლიანმა ექსპორტმა 912.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა (758.9 ტონა). აქედან, რუსეთში ექსპორტირებული ლუდი 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა), რაც წლევანდელი ექსპორტის მხოლოდ 6.7%-ია.bm.ge-ისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ლუდის ექსპორტიორი კომპანიების TOP-5 ასე გამოიყურება:"არგო""ლომისი""ქართული ლუდის კომპანია" (ზედაზენი)"გლობალ ბიერ ჯორჯია" (აისი)"ემ ელ თი ლოჯისტიკსი" (ეფესი)შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.ასევე, მარტის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.BM.GE

1713955421