Home » ახალი ამბები » „ტექნოპარკში“ ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის – www.construct.ge – ს პრეზენტაცია გაიმართა
„ტექნოპარკში“ ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის - www.construct.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა

„ტექნოპარკში“ ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის – www.construct.ge – ს პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე, „ტექნოპარკში“ ინოვაციების სააგენტოს პროგრამა – „ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის – www.construct.ge – ს პრეზენტაცია გაიმართა.

www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის.

ვებ-გვერდი დახმარებას გაუწევს: მწარმოებელ, სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო კომპანიებს ნებისმიერი საკითხის გასამარტივებლად, კერძოდ: პლატფორმის საშუალებით კომპანიები მოახდენენ:

  • სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას;
  • შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას;
  • ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.

კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი  პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოვებას, ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და, რაც მთავარია, გაამარტივებს სამუშაო პროცესს არაერთი კომპანიისა თუ იურიდიული  პირისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდა 200-მდე ადამიანი, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. სახელმწიფო სტრუქტურებიდან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს წარმომადგენლები, მოცემული სამინისტროების რელევანტური სსიპების პირველი პირები; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე, ქ. თბილისის მერიის, სტატისტიკის ეროვნული ცენტრის, კონკურენციის სააგენტოს, თბილისის განვითარების ფონდის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

Share