Home » ფინანსები » საქართველოს ბანკი პროკრედიტის პორტფელს ყიდულობს
საქართველოს ბანკი პროკრედიტის პორტფელს ყიდულობს

საქართველოს ბანკი პროკრედიტის პორტფელს ყიდულობს

“საქართველოს ბანკი” “პროკრედიტ ბანკის” მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელს ყიდულობს.  მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ანგარიშსწორება ნაღდი ფულით მოხდება.

ამ გარიგებით საქართველოს ბანკი მიკრო და მცირე ბიზნესის სეგემენტში პოზიციების გაძლიერებას გეგმავს. პორტფელის შეძენით “საქართველოს ბანკის”  მიკრო და ბიზნეს კლიენტებს რიცხვი გაიზრდება  2,400 -ით, ხოლო საქართველოს ბანკის სასესხო პორტფელის წმინდა ღირებულება 120 მლნ ლარით.

აღსანიშნავია, რომ გარიგება  ძირითადად ეხება ინდივიდუალურ სესხებს, რომელიც 100,000 აშშ დოლარზე ნაკლები ღირებულებისააა. “საქართველოს ბანკი” აცხადებს, რომ გარიგება პირდაპირ ემსახურება მიზანს, გაზარდოს  მიკრო, მცირე და საშუალო სესხების მოცულობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

Share