Home » ბიზნესი » “გურიელმა” ISO სერტიფიკატი მიიღო
“გურიელმა” ISO სერტიფიკატი მიიღო

“გურიელმა” ISO სერტიფიკატი მიიღო

კომპანია “გეოპლანტმა”, რომელიც ქართულ ჩაის ბრენდით “გურიელი” აწარმოებს,  საერთაშორისო სტანდარტის ISO სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი კომპანიას Lloyd’s Register Gozetim მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმებში შედის ბიო ჩაის წარმოება.

„ქართული ჩაი ისედაც ეკოლოგიურად სუფთაა, ის არ შეიცავს პესტიციდებს, სხვადასხვა ქიმიურ მინარევებს. ჩვენ არ ვიყენებთ საღებავებს, არ ვიყენებთ ხელოვნური წარმოშობის არომატიზატორებს, სრულიად ნატურალური პროდუქტია, მაგრამ ჩვენ გვსურს თამასა კიდევ უფრო მაღალა ავწიოთ და ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ გურიელის პლანტაციებმა მიიღოს ბიო სერტიფიცირება. ხილის ჩაის შემთხვევაში ჩვენ ვთანამშრომლობთ “გეოფლაუერთან”, რომელსაც უკვე აღებული აქვს სერტიფიცირება. აქტიურად ვმუშაბთ ISO სტანდარტების დანერგვაზე და შემდეგ უკვე შეფუთვაშიც დავნერგავთ ბიოსტანდარტებს,” – აცხადებდა კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

შეგახსენებთ, რომ “გეოპლანტი” ამ დროისთვის აწარმოებს 60 სახეობის ჩაის, პროდუქციის ექსპორტი უკრაინასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან “გეოპლანტმა” სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე 1300 კვ/მეტრზე განთავსებული ჩაის შესაფუთი საწარმო გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ დოლარი იყო და ახალი დანადგარებით, კომპანიას შესაძლებლობა მიეცა ჩაის ახალი სახეობები აწარმოოს.

Share