ახალი ამბები

სხვა სიახლეები
BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67%...

მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა შემსუბუქდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის ნაკლებობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი 37 და 24 პროცენტული პუნქტებით გამწვავდა ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 85%-მა მარეგულირებელი გარემო დაასახელა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად.შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის პირველ კვარტალში,  გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მონაცემებს.შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1711543462

Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა

მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის -10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

1711534131

Moody's-ი ელის, რომ ფისკალური სტაბილურობა საქართველოში მომავალშიც მყარ...

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობის დაბალ დონეზე შემცირება გახდა.„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურ დონეზე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა. რეიტინგის ძლიერი მხარეები ტრადიციულად გახლავთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, მაღალი ფისკალური დისციპლინა, ინფლაციის დაბალი ტემპი და ძლიერი ინსტიტუციონალური გარემო. სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 5,5 %-ის დონეზეა მოსალოდნელი.სააგენტო დადებითად აფასებს ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალ ტენდენციას და მიჩნეულია, რომ ის არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რისი მიზეზიც ერთი მხრივ გახლავთ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგია. ცნობისათვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლების განმავლობაში ისტორიულად, რეიტინგის ერთ-ერთი შემზღუდველი ფაქტორია, შესაბამისად, ამ ტენდენციის გაუმჯობესება აისახება რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე.რომ შევაჯამოთ დღეისათვის სამივე ძირითადი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით საქართველოს რეიტინგი შეფასებულია BB ან Ba2- დონეზე, რაც ეკვივალენტური შეფასებებია სხვადასხვა შკალით. რაც შეეხება რეიტინგის პერსპექტივას, გვაქვს სტაბილური, ხოლო Fitch-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

1711533577

ტურიზმის სამიზნე ქვეყნებში დავამატეთ ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი - თამა...

მისი თქმით, აჭარის რეგიონის ტურისტული ადგილები ოთხივე სეზონზე პოპულარულია და ტურისტული მიმართულებით რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, იმ ფონზეც, რომ იუნესკოს მიერ ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული საქართველოს 4 დაცული ტერიტორიიდან 3 აჭარაში მდებარეობს.„ასევე მნიშვნელოვანია ფრინველებზე დაკვირვების მიმართულება, რაც მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნისგან გამოგვარჩევს. ბათუმის კორიდორი ამ მხრივ ყველაზე მთავარია, რადგან მილიონზე მეტი მხოლოდ მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს ყოველწლიურად. მსოფლიოში სიდიდით მესამე ადგილზეა.ჩვენ გვაქვს როგორც ეკოტურიზმის, ასევე ღვინის, სათავგადასავლო, გასტრო, კულტურული, სამთო-სათხილამურო, საზღვაო ტურიზმის უდიდესი პოტენციალი. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აჭარის რეგიონს დიდი პოპულარიზაცია გავუწიოთ როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებში“, - აღნიშნა თამარ კაიკაციშვილმა.როგორც მან განმარტა, აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც მას ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.„აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ ერთი მსხვილი ტურისტული პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთია ჩირუხის მთაზე შუახევის მუნიციპალიტეტში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ისპანის ჭაობზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ამის შემდეგ უფრო კომფორტული იქნება იქ გადაადგილება. ხიხანზე დასრულებულია ასასვლელი ბილიკი და რკინის კონსტრუქციები და ყველას მოვუწოდებ, რომ როგორც კი გამოვა ამინდები, წავიდნენ.ასევე წელს აჭარაში პირველად გაიმართება მოლაშქრეთა ფესტივალი, რომლის დროსაც მოლაშქრეები მთელი ქვეყნიდან საინტერესო ლოკაციებს მოინახულებენ. რაც შეეხება საზღვაო სეზონს, როგორც თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, გახსნა ივნისის პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა შედგეს“, - განაცხადა ჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.მისი თქმით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გასულ წელს აქტიური მარკეტინგული და პიარ კამპანიები ჩატარდა ევროპის ქვეყნებში. წელს კი საქართველოსთვის მთავარი მიზანი საუდის არაბეთისა და დუბაის მოქალაქეების დაინტერესება იქნება.„აქტიური მარკეტინგული და პიარ კამპანიები გვქონდა ევროპის ქვეყნებში და 3 ახალი სამიზნე ქვეყანა დავამატეთ გასულ წელს. ესენია: ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთი. ქუთაისის აეროპორტში გვაქვს საშუალება, რომ ამ ქვეყნებიდან გვქონდეს პირდაპირი ფრენები.რთული მდგომარეობის და ომის მიუხედავად, მიმზიდველ ქვეყნად ვრჩებით ისრაელისთვისაც, საიდანაც კვლავ გვსტუმრობენ დამსვენებლები.წელს 2 დიდი გამოფენა იქნება დუბაისა და საუდის არაბეთში, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მოვიპოვოთ იქაური ვიზიტორების ინტერესიც. არის საუბარი ამ ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების დაწყებაზეც და ვფიქრობ, 2024 წელი საქართველოს ტურიზმისთვის სერიოზული წარმატებების წელი იქნება“, - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა. 

1711532072

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ისტ...

გუშინდელი დღე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საერთო იდეის გარშემო გაერთიანება და მიზნისაკენ ერთობლივი სწრაფვა. სწორედ ეს არის ის აუცილებელი მუხტი, რომელსაც შეუძლია ქვეყნისთვის დიდი წარმატების მოტანა!მადლობას ვუხდით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თითოეულ ფეხბურთელს თავდადებული ბრძოლისთვის, შრომისა და მონდომებისთვის!დიდი მადლობა გამორჩეულ გულშემატკივარს, რომელიც ბოლომდე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საკუთარ ქვეყანას!სწორედ ასეთი ერთიანობითა და სულისკვეთებით შევძლებთ იმ მიზნების მიღწევას, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ მოუტანს მრავალ წარმატებას!

1711529428

Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ნეგატიურიდან სტაბ...

პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.რეიტინგის ძლიერი მხარეები მაღალი ეკონომიკური ზრდა, შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობა, ძლიერი ინსტიტუციონალური ჩარჩო, ფისკალური სტაბილურობა და ინფლაციის შემცირებაა.სააგენტოს შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5,5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი. სააგენტოს მოლოდინით ფისკალური სტაბილურობა მომავალშიც მყარად იქნება შენარჩუნებული, რაც უზრუნველყოფს ვალის დაბალი დონისა და დაღმავალი ტენდენციის შენარჩუნებას.დადებითად არის შეფასებული ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია და მიჩნეულია, რომ ეს არა დროებითი, არამედ სტრუქტურული გაუმჯობესებაა, რაც ერთი მხრივ მაღალი ფისკალური დისციპლინის, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელებული რეფორმების შედეგია.

1711528947