Home » ბიზნესი » „თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს
„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს

„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს

„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკას“ აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონ ფუნტად) შეიძენს.  „თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბანკი რესპუბლიკას“ მფლობელ ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალთან“ საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.

გარიგების თანახმად, თანხის 70%-ის დაფარვა მოხდება ნაღდი ფულით ბანკის საკუთარი ფონდიდან, 30% კი „თიბისი“ ბანკის ახლახან გამოცემული აქციებით. შედეგად „სოსიეტე ჟენერალი“ „თიბისი ბანკის“ აქციების 5,4%-ის მფლობელი გახდება.

„თიბისი ბანკის“-ს ცნობით, ბანკმა ასევე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მფლობელობაში დარჩენილი აქციების 6,36%-ის შეძენის თაობაზე.

ამ გარიგების შედეგად, „თიბისი“ საქართველოში დეპოზიტებისა და სესხების უმსხვილეს ბანკს შექმნის, რის შემდეგაც „თიბისის“ აქციები სესხების ბაზარზე გაიზრდება 35,7%-მდე გაიზრდება, დეპოზიტების ბაზარზე კი წილი კი 34,5%-მდე. „თიბისი ბანკი“ ასევე ადასტურებს, რომ შეთანხმებას მიაღწია „პროგრეს ბანკის“ აქტივების ნაწილისა და ვალდებულებების შესყიდვისთან დაკავშირებით. ბანკის ინფორმაციით, გარიგება შედგება 108 მილიონი ლარის ოდენობის აქტივებისა და 108 მილიონი ლარის ოდენობის ფულად ვალდებულებისგან.

Share