ახალი ამბები

სხვა სიახლეები
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერები...

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო კონსულტანტებმა და საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა.„ლურჯი მოცვის წარმოება არის ერთ-ერთი ნათელი და წარმატებული მაგალითი პროგრამის „დანერგე მომავალი“, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამ კულტურის დაფინანსება დავიწყეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერებთან ერთად, შევძელით 2800 ჰექტრამდე ბაღის გაშენება. გასულ წელს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განვახორციელეთ. სულ რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო, რადგან ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება არ გვქონდა. შემოვიდა სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ფერმერებმა დაიწყეს. მნიშვნელოვანია, რომ, მოყვანასთან ერთად, სათანადო სტანდარტებით შენახვა და შემდგომ სხვადასხვა ბაზარზე რეალიზაცია შევძლოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ბაზრის დივერსიფიცირებაა. ამ ნაწილშიც აქტიურად ვეხმარებით ფერმერებს, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი არიან ჩვენი ფერმერები და ქართული წარმოების ლურჯი მოცვი. ეს ხელს უწყობს შესაბამისი კონტაქტების დამყარებას. ასეთი მხარდაჭერის შედეგად, ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფორუმში მონაწილე ფერმერებს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას, საერთაშორისო ექსპერტებს და დარგის განვითარებაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქტიური მონაწილეობისთვის.„აგრარულ საკითხთა კომიტეტი,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში. ასეთი შეხვედრების დროს, ჩვენ ვახერხებთ უფრო მეტი საჭიროება გამოვკვეთოთ. კომიტეტის შემდგომი განხილვის საკითხი გახდება სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, ზოგადად, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. ამ წამოწყებებში კომიტეტი აუცილებლად დაუდგება გვერდში სამინისტროს“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიის ფორმატში მსჯელობა გაიმართა ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მხარდამჭერ პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენების მნიშვნელობაზე, მოცვის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

1713517929

Galt & Taggart - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნ...

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია.„ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.რაც შეეხება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს, 2024 წლისთვის სავალუტო ფონდი ყველაზე მაღალ, 6.5%-იან ზრდას ტაჯიკეთში პროგნოზირებს, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (+6.0%), საქართველო (+5.7%) და უზბეკეთი (+5.2%).სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლოს იქნება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებთან გარდა, თურქეთისა, უზბეკეთისა და ყაზახეთისა. ამასთან, სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.სავალუტო ფონდი ყურადღებას ასევე ამახვილებს პოტენციურ რისკებზეც. კერძოდ, რეგიონალური კონფლიქტების ფონზე სასაქონლო ფასების სწრაფი ზრდა, მაღალი ინფლაციის განგრძობითობა, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის შესუსტება და სხვა რისკები, რომლებსაც გავლენა ექნება გლობალურ ზრდაზე. ამასთან, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს თუ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდება გლობალური მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ცენტრალური ბანკები უფრო მეტად შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, დაჩქარდება პროდუქტიულობის ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდება რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ძალის მეტ ჩართულობაზე, რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ა.შ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

1713517873

ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით...

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება. საკანონმდებლო ცვლილების თანაავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, ეს ცვლილება ივანიშვილს არ უკავშირდება და რომც უკავშირდებოდეს, "ამით ცუდი არაფერი ხდება", ამასთან პაატა კვიჟინაძემ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ივანიშვილი შეიძლება საერთაშორისო საფინანსო სანქციების სამიზნე გახდეს."ბატონ ბიძინაზე[ივანიშვილზე] ვერიდები ხოლმე საუბარს. თუ საქართველოში რაიმე კარგი გაკეთდა, სახელმწიფოს არ ვგულისხმობ, ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია ბადრი პატარკაციშვილის გაკეთებული და დანარჩენი სულ ყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებულია. ეკლესია, თეატრები თუ დანარჩენი ყველაფერი. კითხვა დაისვა - რა გადაიხადა საქართველოშიო, მეტი რა უნდა გადაიხადოს? ყველაფერი ტყუილია, რასაც ამბობთ, რომ უნდა აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, რომ მერე არაფერი გადაიხადოს და ეშინია არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებ. იმიტომ, რომ თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვინც არ უნდა იყოს, პაატა იქნება თუ სხვა იქნება, ვერაფერი ვერ უშველის. იქნება დასანქცირებული ყველა ბანკები. ვიცით, რომ თიბისიდან საქართველოს ბანკში რომ 100 დოლარი გადარიცხო, ისიც ამერიკის გავლით ხდება და როგორ შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ აქ გამოიყენებ ყველაფერს როგორც მოგინდება? ეს არის აბსურდი.არავითარ კავშირში არ არის ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ კიდევაც რომ იყოს, ცუდი რა ხდება? გამჭვირვალე გახდება უფრო მეტად, სხვა ცუდი რა ხდება? და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანქციებთან ამას ამას აკავშირებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის სანქციები და ასეთი სისტემები,"- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

1713517563

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტ...

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 21.0 პროცენტით შემცირდა და 605.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.„2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (132.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (82.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (56.5 მლნ. აშშ დოლარი).2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 83.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 72.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 39.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1713512580

საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების სისტ...

უწყების ცნობით, გლობალური პროგრესის ანგარიშის მიზანი წევრ ქვეყნებში ეროვნულ დონეზე მდგრადი დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებისა და გატარებული ღონისძიებების შეფასებაა.„ახალ ანგარიშში შეფასებულია 66 განვითარებადი ქვეყნის რეგულატორული ჩარჩო, ძირითადი ტენდეციები, ინოვაციები და შესაძლებლობები სამ ძირითად კატეგორიაში: გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრაცია, კლიმატთან და ბუნებასთან დაკავშირებულ რისკების მართვა და მდგრადობის დაფინანსება. საქართველო სამივე კატეგორიაში დაწინაურდა, მათ შორის ორი პოზიციით მდგრადობის დაფინანსებისა და კლიმატისა და ბუნებასთან დაკავშირებული რისკების მართვის კატეგორიებში.SBFN 2012 წელს შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (International Finance Corporation, IFC) მხარდაჭერით და 70 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, ფინანსური სექტორის რეგულატორებსა და საბანკო ასოციაციებს აერთიანებს. SBFN-ის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას უზრუნველყოფენ.საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან SBFN-ის წევრია. SBFN-მა აქტიური როლი შეასრულა საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკლევის შემუშავებაში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მათ შორის განხორციელდა ESG საკითხების ინტეგრირება კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში, მიღებულ იქნა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და შესაბამისი რეგულაცია, შემუშავდა კლიმატის რისკის რადარი, დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი და ESG საკითხების სახელმძღვანელო, გამოქვეყნდა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შესაბამისი ფორმა, მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიში და სხვა.ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი, რაც SBFN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვს საფეხურიან სისტემაში დაწინაურებაში აისახა. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა "განვითარების" საფეხურიდან "კონსოლიდირების" საფეხურზე გადაინაცვლა. საქართველო ერთ-ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც მსგავსი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

1713449398

სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონო...

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციის შენიშვნებს, რომლის მიხედვითაც, კანონმა შესაძლოა გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო და ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაო ინსტრუმენტად იქცეს.„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საკითხზე გამოსვლას, იმდენად ნათელი და მარტივია ყველაფერი, მაგრამ მართლა ბნელი ჰგონიათ ეს ხალხი და მართლა ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ.მარტივად არის საქმე: ფული არის ოფშორში. თუ საქართველოში შემოვა ეს ფული, ამით თურმე საქართველოს მოსახლეობა გადასახადებს და ფულს დაკარგავს. არადა, ის ფული საქართველოში შემოსვლას არ აპირებს, თუ სპეციალურ პირობებს არ შეუქმნი. თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში... ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?როცა ლაპარაკობენ, რომ ეს გამჭვირვალე უნდა იყოს - გაუმჭვირვალეა სწორედ ის ფული, რომელიც არის ოფშორში და თუ შემოვა ქვეყანაში, ის ავტომატურად გამჭვირვალე გახდება.როცა „პანამა ფეიფერთან" კავშირში ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილმა როგორ იშოვა ფული, მაგრამ ამ „პანამა ფეიფერსის" ქაღალდებზე გამოჩნდა ძალიან ბევრი ქართული სახელი. მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ყაჩაღი, მძარცველი და ქურდი ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების. ასევე, გამოჩნდა რუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას სახელი, რომელმაც, თუ სწორად ვიცი, რამდენიმე დღის წინ განაახლა რუსული პასპორტი და დღემდე რუსეთის მოქალაქე და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია.გამოჩნდა „ნაცმოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილის სახელი, რომელიც დავით იაკობაშვილის ბიზნესპარტნიორი თუ რაღაც ასეთი ყოფილა. გამოჩნდა ქართველი, „ნაცმოძრაობის" წევრის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას სახელი, რომელმაც, როგორც ჩანს, მილიონები იშოვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას. გამოჩნდა კიდევ არაერთი ცნობილი სახე „ნაცმოძრაობიდან". ესენი არიან ის კრიმინალები, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას, თორემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფულის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინსვლას და ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას მოახმარა. ნეტა, ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი ამის მეათედს კი არა, მეათასედს აკეთებდეს, გაცილებით უკეთესად იქნებოდა დღეს საქართველოში ეკონომიკის საქმე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

1713446456