Home » საზოგადოება » „საქართველოს რკინიგზა“ და „Deutsche Bahn“-ი ითანამშრომლებენ
„საქართველოს რკინიგზა“ და „Deutsche Bahn“-ი ითანამშრომლებენ

„საქართველოს რკინიგზა“ და „Deutsche Bahn“-ი ითანამშრომლებენ

„საქართველოს რკინიგზა“ და „Deutsche Bahn“-ი ითანამშრომლებენ. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 1-ელ ივლისს თბილისში გაფორმდება. მემორანდუმზე ხელმოწერა თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში შედგება, რომელიც 1 ივლისს იგეგმება.

ტოგორც საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტავენ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში კულტურისა და ეკონომიკის სფეროს დელეგაციებიც ჩამოყვება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ეუთოს 25-ე საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაში.

ვიზიტის პროგრამის ფარგლებში არის პოლიტიკური შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან.

საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შტაინმაიერი მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის დაგეგმილ „მრგვალი მაგიდის“ ღონისძიებაში. სწორედ ორივე მინისტრის თანდასწრებით პარასკევს, პირველ ივლისს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს გერმანულ ფირმა „Deutsche Bahn“-სა და საქართველოს რკინიგზას შორის.

კიდევ ერთი „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში კულტურის სფეროს გერმანელი და ქართველი წარმომადგენლები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს წარუდგენენ ერთობლივ პროექტებს და მასთან ისაუბრებენ თავიანთი თანამშრომლობის საზოგადოებრივ და კულტურულ მნიშვნელობაზე.

Share