ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების, საუკეთესო პრაქტიკისა და ეროვნული ბანკის მითითებების შესაბამისად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები. საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს. სწორედ ამიტომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) დაამტკიცა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. მასში ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესი და პრაქტიკა შეფასებულია, როგორც ეფექტური შედეგების მქონე.საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მანდატის ფარგლებში, როგორც ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან, ასევე სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის კუთხით, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირებისას, მუდმივად სწავლობს  სხვადასხვა იურისდიქციასთან დაკავშირებულ საბანკო ტრანზაქციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები. ამასთან, საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.თავის მხრივ, კომერციული ბანკების ადგილზე ინსპექტირების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სანქციების რეჟიმებთან შესაბამისობის მიზნით, სათანადოდ ხდება კლიენტების და მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება.საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა.აქვე მოვუწოდებთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოხსენებული შინაარსის სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას. 

1714038568

ლარზე დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ნაწილობრივ უკვე იმოქმედა

მესამე დღეა, რაც კურსი მაღლა მიიწევს და ,,ბლუმბერგზე"  2,69-იან ნიშნულს გადასცდა.საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლარის რყევა გაგრძელდება.სავალუტო ტენდენციებზე ისაუბრა ,,რეზონანსთან" საბანკო ექსპერტმა ლია ელიავამ, რომლის განცხადებითაც კურსი ნეგატიურ ტრენდს ჯერჯერობით ვერ შეცვლის, რასაც ხელს უმეტესწილად  საშინაო ფაქტორები უწყობს."საქართველოში კურსის გამყარება პირდაპირ დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, ვალუტის გადინებაზე და სავალუტო კონვერტაციებზე. იმის გამო, რომ არასტაბილობაა და უარყოფითი მოლოდინი არსებობს, უცხოური ვალუტის დარეზერვება მიმდინარეობს, რაც ამ შემთხვევაში მთავარი გარემოებაა.რეალურად როგორია ვაჭრობა უცხოურ ვალუტაში, უცნობია, თუმცა ვფიქრობ, რომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. იცით, რომ საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება კომეციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. მათი ვაჭრობა კი განპირობებულია იმით, რამდენი ფული შედის და გადის ქვეყნიდან. რამდენს რიცხავენ საზღვარგარეთ და რამდენი შემოაქვთ. როდესაც ლარის კურსი დაბლა იწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.ლარის ასეთი რყევა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან. მიზეზი მთლიანად შიდა პოლიტიკური ვითარებაა, რაც სახარბიელო არ არის", - აღნიშნა ელიავამ და დასძინა, რომ სანამდე გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობა, გარკვეულწილად, იმაზეა დამნოკიდებული, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და რა გაგრძელებას ჰპოვებს.,,ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არასაიმედო ვითარებაა. რა ნიშნულს მიაღწევს კურსი, ვარაუდი გამიჭირდება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება გაუფასურების პროცესი. ქვეყნებში, სადაც არის სავალუტო მცურავი კურსი, ყოველთვის ცენტრალური ბანკები ძლიერი რყევის დროს იყენებენ სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ დააზარალონა. სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა ამაზე ხელი აიღო. სავალუტო რყევა თუ გაგრძელდება, ეს მტკივნეულად დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას, განსაკუთრებით ბიზნესი დაზარალდება", - განაცხადა ელიავამ.განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსისტების მეორე ნაწილი, რომელთა შეფასებითაც, პოლიტიკური ვითარება სავალუტო ბაზარზე მკვეთრ გავლენას ვერ მოახდენს. პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ლარის რყევა ჩვეულებრივი პროცესია, რასაც ეროვნული ვალუტა სხვადასხვა პერიოდში განიცდის და მისი დღევანდელი მდგომარეობა რაიმე პრობლემის გამოძახილად არ უნდა ჩაითვალოს.,,საერთოდ, არც ერთი ვალუტა ერთ ადგილას არ დგას, ყოველთვის იცვლის ტრაექტორიას. რაიმე ძლიერი ზემოქმედებით არ უფასურდება ლარი, ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც ხშირად არის განსაზღვრული ბაზრის აგენტების ქცევებით. ამას პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებს ვერ დავაბრალებთ.მუდმივად ერთ დონეზე არც ერთი ვალუტა არ არის გაჩერებული. ამიტომ ეს უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი ვითარება. ბანკები იქნებიან თუ  დეპოზიტარები ან ბირჟაზე აქციონერები, იმის მიხედვით ვერ იმსჯელებენ, რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში. როცა მოლოდინია ომის, კრიზისის და სხვა მსგავსი ნეგატიური პროცესების, გასაგებია, მაგრამ აქციების დაანონსება არ არის ის ფაქტორი, რაც სავალუტო რყევას გამოიწვევს. როდესაც ადამიანები თავიანთ განწყობას  გამოხატავენ, მისი გავლენა ეკონომიკაზე მიზერულია, იმდენად უმნიშვნელო, რომ არ შეიძლება სერიოზულ ფაქტორად იქნას აღქმული", - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.მისი თქმით, სავალუტო რყევა ალბათ გაგრძელდება, თუმცა რა ნიშნულს დაიჭერს ლარი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.,,ორი რამ არის, რაც პროგნოზს არ ექვემდებარება: ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთები. როგორი იქნება ეს მაჩვენებლები საშუალო და ხანგრძლი პერიოდში, კონკრეტულად როგორ შეიცვლება, ამას ვერავინ იტყვის. ჯერჯერობით ყველა პირობაა, რომ ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ამჟამინდელი რყევა დიდხანს არ გასტანს. არ არსებობს არც ფუნდამენტური ფაქტორი, არც რაიმე ისეთი გარემოება, რომ სავალუტო ბაზარზე რადიკალური ცვლილება მოხდეს. მცირეოდენი გადახრები საშიში არ არის. ეკონომიკა ვითარდება, წყნარ კალაპოტშია მოქცეული და ვერ ვხედავ ჯერჯერობით ისეთ მიზეზს, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს", - აღნიშნა თოქმაზიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.რაც შეეხება კურსს ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6910 ლარი ღირს, ევრო – 2.8756 ლარი.resonancedaily.com

1714037919

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ა...

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. რადიო ქალაქი სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო და პროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.„საქართველოს ბანკსა და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგან პროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ვფიქრობთ, ამ პროექტის  სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.“ - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.„მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველი პროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანს და რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართული ბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთი ბიზნეს-საქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტის წარმატება განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიურიმით — რამდენად შექმნა პროექტმა რაიმე ახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.

1714036819

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესი...

QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი თიბისი არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს.პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან.  როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს  შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან თიბისის მობაილ ბანკით.QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენ თიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდების კონტროლი და რეპორტინგის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე თიბისის გადახდების სივრცეში - TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახება სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში.მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი  ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდის დასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. თიბისიში თიფების მიღება უფასოა- ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს 0%.ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მანუალურ შეცდომას,  ტერმინალზე შეცდომით თანხის აკრეფას და გადახდას.

1714035600

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოს ბიზნეს...

BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს.აღსანიშნავია, რომ კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის დამატებას, რომლის პრაქტიკული განხორციელება სავალდებულოა 2024 წლის 1 ივნისიდან.შეხვედრის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი მირიანაშვილმა მონაცემთა დაცვის განახლებულ სტანდარტებზე, საფუძვლებსა და გარანტიებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მიმართებით ბიზნეს სექტორის საკანონმდებლო ვალდებულებებს და ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებზე, კვალიფიკაციასა და პასუხისმგებლობაზე.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში, მოხდა კანონის ახალი რედაქციის დეტალური მუხლობრივი განხილვა, პროცესში მეტი სიცხადის შემოტანის მიზნით. BAG-ი, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და ვვარაუდობთ, რომ ჩვენი კომუნიკაცია კანონის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება, რათა დაცული იყოს ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

1714034520

საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათებით TTE ROOMS-მა გაყიდვები...

ახლახან Escape Room-მა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა, რაც ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარა. ამ სტატიაში კომპანიის დამფუძნებელი, ემილ სარქისიანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შექმნა უფროსებისთვის საინტერესო გასართობი სივრცე.როგორ გაჩნდა Escape Room-ის შექმნის იდეა და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?გასართობი სივრცეები ხშირად მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის კეთდება, ამიტომ, ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გართობას და დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარებას, ალკოჰოლის, საკვების ან საცეკვაო მუსიკის გარეშეც შეძლებდნენ.კომპანია TTE ROOMS (TIME TO ESCAPE ROOMS) უკვე 3 წელია, ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში, ერთგული მომხმარებლები გაიჩინა. სტუმრები დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში ხსნიან თავსატეხებს და ასრულებენ სხვადასხვა ლოგიკურ, ზოგჯერ - ფიზიკურ დავალებასაც კი. ეს ერთგვარი ჯგუფური აქტივობაა უფროსებისთვის.თამაში უნიკალურია, ვინაიდან თითოეული მისი ნაწილი, დავალებები თუ დეკორაცია, ჩემი შექმნილია და სრულიად განსხვავდება ცნობილი escape-room თამაშებისგან.როგორ განვითარდა დროთა განმავლობაში Escape Room?აქტიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 3 წლის განმავლობაში ჩვენი სტუმრებისგან დიდი ნდობა და დადებითი შეფასება დავიმსახურეთ. ამის დასტური მომხმარებლების უკუკავშირია (GOOGLE-ის შეფასებებით, გვაქვს 4,9/5 ქულა; FB გვერდზე - 5.0). პროფესიონალები კი აღნიშნავენ, რომ ჩვენმა თამაშმა ბევრი უცხოური კომპანიის თამაშებს გადაუსწრო.ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად ვმასპინძლობთ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს, ვატარებთ კორპორატიულ თამაშებს და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, დაუვიწყარი გუნდური თამაშით განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევთ.კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კი შევქმენით ფიზიკური სასაჩუქრე ბარათებიც, რომლებიც საკმაოდ გაყიდვადი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, ეს ბარათები ციფრულ ბარათებად ვაქციეთ.რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათების გამოყენება და როგორი გავლენა იქონია ამან კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე?როდესაც ინფორმაცია ვნახე, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნის ფუნქცია დაემატა, მომენტალურად მივმართე ბანკს, რადგან სწორედ ეს იყო ის, რაც ძალიან გამოადგებოდა ჩემს ბიზნესს.ციფრული სასაჩუქრე ბარათი ბიზნესისთვის იდეალური პროდუქტია. ბიზნესს არ უწევს სხვადასხვა რესურსის ხარჯვა ფიზიკური სასაჩუქრე ბარათების დამზადებაზე, გაცემასა და მიწოდებაზე. მომხმარებლები კი დროსა და ენერგიას ზოგავენ და ნებისმიერ მომენტში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, იქ, სადაც ინტერნეტი და მობილური ტელეფონია, ახლობლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს ახარებენ.ციფრულმა სასაჩუქრე ბარათებმა არა მხოლოდ გაზარდა გაყიდვები, არამედ ბევრად ცნობილი გახადა ჩემი კომპანია. ათასობით ადამიანი ყოველდღიურად საქართველოს ბანკის მობილბანკში ნახულობს ჩვენი კომპანიის შეთავაზებას და ცხადია, ეს მოქმედებს ცნობადობის ამაღლებაზე, რაც მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლების ზრდაზეც აისახება.სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარტში ციფრული სასაჩუქრე ბარათებით 5-ჯერ გაიზარდა გაყიდვები სასაჩუქრე ბარათების ნაწილში. გაყიდვების დინამიკა განსაკუთრებით იზრდება სხვადასხვა დღესასწაულზე, როგორიცაა ახალი წელი, დედის დღე, 8 მარტი და ა.შ. თანაც, საქართველოს ბანკის გუნდი ნებისმიერი დღესასწაულისთვის შესაბამისი დიზაინის ბარათებს ამზადებს.ბიზნესს, რომელსაც აქვს ფიზიკური სასაჩუქრე ბარათები და სურს, რომ გაზარდოს გაყიდვები, ვურჩევ, მიმართოს საქართველოს ბანკს, კერძოდ კი გამოიყენოს ბიზნეს მენეჯერის ციფრული პლატფორმა და რამდენიმე მარტივი პროცედურის შემდეგ, ციფრული ბარათების შეთავაზება საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში განათავსოს. ბარათის გამოყენება იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. საქართველოს ბანკის ტერმინალზე რამდენიმე დაწკაპუნებით შესაძლებელია მომხმარებლის მიერ წარდგენილი ბარათების გადამოწმება და გატარებული სასაჩუქრე ბარათების ბაზაში შეტანა. ანალიტიკის ნახვა კი ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი.იყენებთ საქართველოს ბანკის სხვა ციფრულ პროდუქტებს? რა საკითხების მოგვარებაში გეხმარებათ ისინი?ბოლო პერიოდში, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ საქართველოს ბანკის ციფრული არხები, ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს მენეჯერი და სხვა, რაც შემოსავლების ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. Manager-ის საშუალებით მარტივად ვამატებთ სხვადასხვა შეთავაზებებს. ვიყენებთ საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემასაც, რომელიც სწრაფი და ოპტიმიზირებულია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემა ერთადერთია, რომელიც მომენტალურად ასახავს გადახდილ თანხებს ჩემს ბიზნეს ანგარიშზე.მოგვიყევით გამოწვევებზეც და გვიამბეთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?ბიზნესი 2021 წელს დავაარსე, რაც პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით. რეგულაციების გამო, გასართობი სექტორი გამოეთიშა ჩვენს ყოველდღიურობას და სამწუხაროდ, არც ის იყო ცნობილი, თუ როდის აღდგებოდა ფუნქციონირება. თუმცა, არ დავნებდი, რადგან ყოველთვის მჯერა გამარჯვების და ვეთანხმები საქართველოს ბანკის სლოგანს: „არ გაჩერდე“ ; საუკეთესო წინ არის“. ყოველთვის ვკითხულობ ამ წინადადებებს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ბანერზე, ბილბორდებზე და დაუჯერებელი მოტივაციით ვიმუხტები.ჩემი ბიზნესი ახლა განვითარების გზაზეა. სულ მალე, თბილისში, გართობის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კიდევ უფრო განვითარებულ ფილიალებში ვუმასპინძლებთ. განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში ახალი სათამაშო სივრცე გაიხსნება, სადაც განსხვავებული სერვისები იქნება წარმოდგენილი. იმუშავებს კორპორატიული განყოფილებაც, რომელიც კომპანიებისთვის თიმბილდინგის მოწყობაზე იზრუნებს.ციფრული სასაჩუქრე ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. ბარათის შესაქმნელად კი, პირველ რიგში, უნდა შეხვიდეთ ბიზნეს მენეჯერში იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში. შექმენით ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად და გააცანით თქვენი ბიზნესი საქართველოს ბანკის 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელს.

1714026960