ახალი ამბები

სხვა სიახლეები
BAG: დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი ასახავს კომპანიების მოლოდინს მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ.მიმდინარე კვარტალში, მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მრეწველობის სექტორის გარდა, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18.2 ქულით არის შემცირებული წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით. აღნიშნული შეფასება, განპირობებულია ამავე სექტორში დაფიქსირებული პესიმისტური მოლოდინით გაყიდვების მიმართულებით.უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, სადაც სექტორებს შორის, ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა, კერძოდ სექტორში გამოკითხული კომპანიების 61%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება მიმდინარე კვარტალში.საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულთა 87%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდა.ინფორმაციისთვის, BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს ყოველკვარტალურად.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1711618806

თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენ...

ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება.თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები მომავალი მცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე იქნება.პროექტს სამი ფაქტორი გამოარჩევს: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხის სტანდარტები და რეკრეაციული სივრცეები.პირადი სივრცის განცდათითოეულ აპარტამენტში 3.4-3.6 მეტრი სიგრძის სლაიდური ვიტრაჟები სივრცის შეგრძნებას შეუწყობს ხელს. იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი მცხოვრებლების პირად სივრცეს უზრუნველყოფს.აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.მაღალი ხარისხის სტანდარტებიაპარტამენტების მშენებლობისას, გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალა. პროექტში გათვალისწინებული იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი შენობის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მცხოვრებლების ნივთების შესანახად.აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ინტერიერის პროექტირება კი, საშუალებას იძლევა შეიქმნას დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი.რეკრეაციული სივრცეებითბილისი ჰილსის აპარტამენტებს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმიც გამოარჩევს, რომელიც კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით აღჭურვილი, მოსასვენებელი სივრცე იქნება აპარტამენტებს შორის.აპარტამენტების წინ, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს: სტადიონს, პარკს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვა. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნებით.იმისათვის, რომ მცხოვრებლების ყოველდღიურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს, აპარტამენტებთან ახლოს აშენდება კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება მაღაზიები, აფთიაქი, კაფე და სხვა.პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულებზე:https://www.facebook.com/TbilisiHillsGolfResidenceshttps://tbilisihills.com/index_ge.html

1711614180

თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში.გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში. 

1711611480

ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა Z იქნება

დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბისი ბიზნესისთვის ახალი თემით უბრუნდება -  თაობა Z რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე?დისკუსიის მთავარი ფოკუსი თაობა Z იქნება. დღეს ორგანიზაციები და ბრენდები საინტერესო გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში და გარემოში უწევთ მუშაობა. როგორ შეიცვალა დრო? როგორ უნდა ვადაპტირდეთ ახალი რეალობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არ უნდა გავითვალისწინოთ. მითები და რეალობა თაობა Z-ის შესახებ.დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : მედეა ტაბატაძე ინსორსის მმართველი დირექტორი, ბესო კაჭარავა - პოსტრედის დამფუძნებელი და გვანცა მურღვლიანი - თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის ლიდერი.“ხუთშაბათის შეხვედრების” მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/MhypuaReC5EFNypu9

1711547520

BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტზე გამოკითხული ბიზნესის 67%...

მიმდინარე კვარტალში, ასევე გამწვავდა, სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა შემსუბუქდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში.აღსანიშნავია, რომ სამუშაო ძალის ნაკლებობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი 37 და 24 პროცენტული პუნქტებით გამწვავდა ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.საგულისხმოა, რომ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები წინა კვარტალთან შედარებით მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, თუმცა განმაპირობებელ ფაქტორებს შორის, კომპანიების 85%-მა მარეგულირებელი გარემო დაასახელა მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად.შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის პირველ კვარტალში,  გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მონაცემებს.შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

1711543462

Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი რეკორდულად გაზარდა

მხოლოდ ერთკვირიანი შუალედის -10 ივნისისა და 17 ივნისის ბილეთებს შორის ფასი თითქმის 3-ჯერ არის მომატებული. ავიაკომპანიის ვებგვერდზე 10 ივნისის ბილეთი ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი, 21 ივნისს კი 1 060 ლარი.შედეგად გამოდის, რომ საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა საშუალოდ (ამ დროისთვის არსებული ფასებით) 2 435 ლარი დაუჯდებათ.შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

1711534131