Home » მსოფლიო (page 4)

მსოფლიო

სინგაპურში 2018 წლიდან მანქანების ყიდვა აიკრძალება

სინგაპურში 2018 წლიდან მანქანების ყიდვა აიკრძალება

სინგაპური მსოფლიოს იმ ადგილებს შორისაა, სადაც ავტომობილის ყოლა ფასიანია. ამავდროულად გადასახადი ერთ–ერთი ყველაზე ძვირია პლანეტის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, ქვეყანა 2018 წლის დასაწყისისთვის აპირებს აამოქმედოს კანონი, რომლის მეშვეობითაც ახალი ავტომობილის შეძენა ყველა მოქალაქისთვის აკრძალული იქნება. ამით, მთავრობა გზებზე ავტომობილების რაოდენობის ზრდის შეჩერებას გეგმავს. სინგაპურში ავტომობილებისა და მოტოციკლების რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია და წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით იზრდებოდა ყოველწლიურად (2017 წლამდე). გასული წლის ...

Read More »

შოტლანდიის ქუჩებში წყალბადზე მომუშავე ავტობუსები გამოჩდნენ

შოტლანდიის ქუჩებში წყალბადზე მომუშავე ავტობუსები გამოჩდნენ

შოტლანდიაში, ქალაქ აბერდინის მოსახლეობა წყალბადზე მომუშავე ავტობუსებით ისარგებლებს პროექტის განხორციელება 19 მილიონი ფუნტი დაჯდა. პროექტის ძირითადადი მიზანი დაბინძურების შემცირებაა. წყალბადზე მომუშავე ავტობუსებში წყალბადი გამოიყენება როგორც საწვავი. წყალბადს სპეციალური მოწყობილობა ჟანგბადთან შერევისას ელექტროენერგიას გარდაქმნის, რაც ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას აძლევს. 40 კგ წყალბადი ტრანსპორტს 260 მილის გავლის საშუალებას აძლევს, რაც ქალაქის გარშემო ერთი სრული ბრუნის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ...

Read More »

დაბინძურების გამო სიკვდილიანობის შემთხვევების 92% ღარიბ ქვეყნებზე მოდის

დაბინძურების გამო სიკვდილიანობის შემთხვევების 92% ღარიბ ქვეყნებზე მოდის

ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იღუპება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ჰაერის დაბინძურებამ უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნის მოსახლეობაზე. სიკვდილიანობის უმრავლესი შემთხვევები გამოწვეული იყო არაინფექციური დაავადებებით, რომელიც დაკავშირებულია სწორედ, რომ ჰაერის დაბინძურებასთან, როგორიცაა გულის დაავადება, ინსულტი და ფილტვის კიბო. “ეს არის საფრთხე, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ბევრ ასპექტზე’’- განაცხადა კვლევის ავტორმა პროფესორმა ...

Read More »

ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება ტრილიონ დოლარს გაუტოლდა

ნორვეგიის საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება ტრილიონ დოლარს გაუტლდა

“სავალუტე ცვლილებებმა განაპირობეს ის, რომ პირველად ისტორიაში ფონდი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა” – ამის შესახებ ფონდის მენეჯერები ანცხადებენ. ფონდის ხელმძღვანელის, ინგვე სლინგსტედის თქმით, ფონდის ასეთი ზრდა გასაოცარია. ფონდი მფლობელობაშია 9000-ზე მეტი კომპანიის 667 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები. ის მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ფონდის ღირებულებამ გადაუსწრო ბევრი ქვეყნის ბიუჯეტს. ფონდი ფლობს წილებს უმსხვილეს ჰოლდინგებში:  Apple, Nestle, Royal Dutch Shell, NVS, Microsoft  და ...

Read More »

ჯორჯ სოროსმა ქონების 80% – 18 მილიარდი დოლარი თავის ფონდს „ღია საზოგადოებას“ გადასცა

ჯორჯ სოროსმა ქონების 80% - 18 მილიარდი დოლარი თავის ფონდს „ღია საზოგადოებას“ გადასცა

ამერიკელმა მილიარდერმა, 87 წლის ჯორჯ სოროსმა ქონების 80%, ანუ 18 მილიარდი დოლარი თავის ფონდს „ღია საზოგადოებას“ (Open Society Foundations) გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ფონდის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად, ჯორჯ სოროსის ფონდი აშშ-ში სიდიდით მეორე საქველმოქმედო ფონდი გახდა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის შემდეგ, რომელიც 44 მილიარდ დოლარს განკარგავს. ჯორჯ სოროსის ფონდის მართვის უფლება „ღია ...

Read More »

მეცნიერებმა შვეიცარიის ჩამდინარე წყლებში 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო იპოვეს

მეცნიერებმა შვეიცარიის ჩამდინარე წყლებში 1.8 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს იპოვეს

მეცნიერების შეფასებით, შვეიცარიის გამდინარე წყალში აღმოჩენილი 45 კილოგრამი ოქრო 1.8 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. სამხრეთ ტიჩინოს რეგიონში “ოქროს კონცენტრაცია საკმარისად მაღალია”, – განაცხადეს მკვლევარებმა სამშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ეს ფაქტი კიდევ უფრო იმით მყარდება, რომ ამ რეგიონში ოქროს რამოდენიმე საწყობი არსებობს. კვლევის თანახმად, დაახლოებით 64 გამდიონარე წყალი იქნა შემოწმებული, სადაც 3 000 კილოგრამი ვერცხლიც იქნა აღმოჩენილი, რომელთა ღიორებულებაც 1.7 მილიონ დოლარს შეადგენს.  ...

Read More »

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა მიიღო

ამერიკელმა რიჩარდ ტალერმა ქცევითი ეკონომიკის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.  ამის შესახებ განცხადება ნობელის კომიტეტმა გააკეთა. შვედეთის სამეფო აკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავის ნამუშევრებში ტალერმა ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის გაერთიანება მოახდინა. თავის ნამუშევრებში ტალერმა გაცილებით რეალისტური დაშვებები გააკეთა ხალხის ქცევაზე. მან შეისწავლა შეზღუდული რაციონალურობის, სოციალური პრეფერენციებისა და თვითკონტროლის უკმარისობის შედეგები. „მან აჩვენა თუ როგორ ახდენს სისტემურად გავლენას ადამიანის ...

Read More »

„თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს“

„თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს“

თურქეთი თავის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოების შექმნას არ დაუშვებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარკვეული ძალების გეგმების თანახმად, თურქეთის საზღვრებთან ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი უნდა შეიქმნას. ”თუ ანკარა არაფერს მოიმოქმედებს, ეს გეგმები განხორციელდება. ვფიქრობ, ჩვენი რეაქცია ცოტათი დაგვიანებულიც კი არის“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერისთვის ევროკავშირი გააკრიტიკა. „თურქეთის უარყოფითი რეაქციის ...

Read More »

ტრამპი: ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ

ტრამპი: ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ

ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მშვიდობიან სულისკვეთებას არ იცავს, აშშ არ დაუშვებს, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს, ავრცელებს ძალადობას, სისხლისღვრას და ქაოსს მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ ირანის აგრესიას და ბირთვულ ამბიციებს ბოლო უნდა მოვუღოთ. ისინი შეთანხმების სულისკვეთებას არ იცავდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე. ტრამპის ...

Read More »

„აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა“

„აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი კი, ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა. „ჩვენ ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტს სხვადასხვა მიმართულებებით ვახდენთ. ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს, სამი მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას ვახორციელებთ. ასევე გვაქვს ოთხი გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანსპორტირებას ვახდენთ ყველა მიმართულებით – საქართველოში, თურქეთში, ირანში და რუსეთში“, – განაცხადა ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების ...

Read More »