ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ა...

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა. ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. რადიო ქალაქი სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო და პროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.„საქართველოს ბანკსა და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგან პროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ვფიქრობთ, ამ პროექტის  სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ, ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.“ - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.„მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველი პროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანს და რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართული ბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთი ბიზნეს-საქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტის წარმატება განისაზღვრება ორი ძირითადი კრიტერიურიმით — რამდენად შექმნა პროექტმა რაიმე ახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენად მოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქი გააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორს და ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.

1714036819

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესი...

QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი თიბისი არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს.პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან.  როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს  შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან თიბისის მობაილ ბანკით.QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენ თიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდების კონტროლი და რეპორტინგის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე თიბისის გადახდების სივრცეში - TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახება სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში.მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი  ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდის დასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. თიბისიში თიფების მიღება უფასოა- ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს 0%.ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მანუალურ შეცდომას,  ტერმინალზე შეცდომით თანხის აკრეფას და გადახდას.

1714035600

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი საქართველოს ბიზნეს...

BAG-ის წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებათა პრაქტიკული დანერგვის საკითხები ასოციაციაში დეტალურად განიხილეს.აღსანიშნავია, რომ კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის დამატებას, რომლის პრაქტიკული განხორციელება სავალდებულოა 2024 წლის 1 ივნისიდან.შეხვედრის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი მირიანაშვილმა მონაცემთა დაცვის განახლებულ სტანდარტებზე, საფუძვლებსა და გარანტიებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მიმართებით ბიზნეს სექტორის საკანონმდებლო ვალდებულებებს და ყურადღება გამახვილდა პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის ფუნქციებზე, კვალიფიკაციასა და პასუხისმგებლობაზე.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გამართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან, რომლის ფარგლებში, მოხდა კანონის ახალი რედაქციის დეტალური მუხლობრივი განხილვა, პროცესში მეტი სიცხადის შემოტანის მიზნით. BAG-ი, ასევე, აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და ვვარაუდობთ, რომ ჩვენი კომუნიკაცია კანონის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება, რათა დაცული იყოს ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

1714034520

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა

"მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ Mastercard-ის პროექტში, რადგან ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ფინანსური კეთილდღეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იღებდნენ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც მათ სათანადო ფინანსური ცოდნა უნდა ჰქონდეთ.სწორედ ამ მიზნით შევქმენით ფინანსური განათლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ვატარებთ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს, ვქმნით სახელმძღვანელოებს, ვიდეორგოლებს, ინტერაქციულ საგანმანათლებლო მასალებს, ვატარებთ ტრენინგებს მოსწავლეების, მასწავლებლების, ახალგაზრდების, ქალების გაძლიერებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგანმანათლებლო რესურსები ფინანსურად მოწყვლადი ჯგუფებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. Mastercard-ის ეს პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ახალკაცმა."ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო მოდულებს, რესურსებს და ერთად ვქმნით ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ ფინანსური განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი", - განაცხადა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ზღუდაძემ.აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ესწრებოდა. ელჩის განცხადებით, ძალიან საამაყოა ამერიკის საელჩოს ინტენსიური თანამშრომლობა განათლების მიმართულებით, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურად არის ჩართული.ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სტუდენტებს შეხვდნენ და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

1713971586

რას შეცვლის საქართველოსთვის ევროკავშირში უნგრეთის თავმჯდომარეობა?

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში არჩევნები ტარდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად. საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში. ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ჯერ არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა, კენჭი იყაროს ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ხუთწლიანი ვადით, თუმცა არსებული ინფორმაციით ურსულა ფონ დერ ლაიენი არ აპირებს ხელმეორედ გახდეს ევროკომისიის პრეზიდენტი.ადრეული პროგნოზით, ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) დაკარგავს თითქმის 20 ადგილს, მაგრამ დარჩება უდიდეს ფორმირებად 163 ევროპარლამენტართან ერთად. მეორე ადგილზე კი სოციალისტების და დემოკრატების (S&D) ჯგუფი იქნება, 141 დეპუტატით. ეს, ჯერ მხოლოდ პროგნოზია, თუმცა ცხადია, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატი შეიცვლება და მათ შორის ისინი, რომლებიც ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში და რადიკალურ ძალებს კარნახობენ პოლიტიკურ დღის წესრიგს.პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი გოგავა ამბობს, რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ელოდებიან, რომ მემარჯვენე ანუ ტრადიციონალისტთა რიცხვი ევროპარლამენტში გაიზრდება. მისი თქმით, 9 ქვეყანაში (ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, პოლონეთი, იტალია, ბელგია, საფრანგეთი) პირველ ადგილზე არიან ტრადიციონალისტები. მეორე და მესამე ადგილზე გადიან ტრადიციონალისტები შემდეგ 9 ქვეყანაში: ესტონეთი, გერმანია, ბულგარეთი, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, ფინეთი.„კვლევების მიხედვით, ევროპარლამენტის თითქმის ნახევარი არამეინსტრიმული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დაკომპლექტდება. მეინსტრიმულში იგულისხმება: ევროპის სახალხო პარტია, ევროპელი სოციალისტები და ლიბერალები. ეს კი ნიშნავს, რომ კონსერვატორები, ქრისტიან-დემოკრატები და რადიკალური მემარჯვენეები ახალ უმრავლესობას ჩამოაყალიბებენ და ეს ევროპარლამენტის ისტორიაში პირველად მოხდება“, - აცხადებს გოგავა.როგორც ირაკლი გოგავა აცხადებს, ევროპარლამენტის მემარჯვენე უმრავლესობა გავლენას მოახდენს ევროკავშირის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, მისი თქმით, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპარლამენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია და მეტი ძალაუფლება ევროპის საბჭოს და ევროკომისიას გააჩნია.„მემარჯვენე ძალებისგან აღსანიშნავია ავსტრიული „თავისუფლების პარტია“, უნგრული „ფიდე“, გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ეს პარტიები უნგრეთის ლიდერის ვიქტორ ორბანის მეთაურობით აპირებენ კონსერვატული ძალების კონსოლიდაციას ევროპის პარლამენტში და ბრიუსელის ბიუროკრატიაზე კონტროლის გაძლიერებას.ჩვენთვის საინტერესოა, რომ 1 ივლისიდან უნგრეთი ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და 6 თვის განმავლობაში ვიქტორ ორბანი უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს - ევროკავშირის მთავარ მმართველ ორგანოს. ეს კი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკითხი მიკერძოებულად არ იქნას განხილული და ევროკავშირთან მოლაპარაკებები არა უსაგნო დათქმებით და ულტიმატუმებით წარიმართოს, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესების შესაბამისად.საარჩევნოდ თუ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას მოინდომებს საქართველოში, ამის დალაგებაც გაჭირდება ევროკავშირში. პრეზიდენტი ორბანი შავზე თეთრიაო არ იტყვის. გარდა ამისა, ევროკავშირს ქაოსი საქართველოში არ აწყობს, რადგან შუა აზიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე წვდომა შეეზღუდება. მოკლედ, ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ მიდის, მთავარია, ჩვენ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პრინციპული პოლიტიკა ვაწარმოოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ პატივისცემას უცხოური ძალის ცენტრებისგან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.კარდინალურ ცვლილებებს არ ელოდება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, უნგრელები თითქოს დამოუკიდებელ პოლიტკას ატარებენ, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ გატარებას, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგება და ეს ქვეყნის კეთილდღეობას ეხება, ასევე ევროკავშირიდან დახმარების მიღებას, როგორც წესი, ბოლო მომენტში უნგრელები ცვლიან პოზიციას.„ასე რომ, არა მგონია უნგრეთმა საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნას იმით, რომ ის თუ თავმჯდომარე იქნება, რაღაცა ისეთი მოიმოქმედოს, რაც მთლიანად ევროკავშირის ხაზის საწინააღმდეგო იქნება. რა თქმა უნდა, დაიცავს თავის პოზიციებს მანამდე, სანამ შეუძლია, რომ მიიღოს მაქსიმუმი იმ შესაძლებლობებიდან, რაც შეიძლება უნგრეთმა მიიღოს. უნგრეთში იმის გამო, რომ ევროკავშირის ტრანშები იქნა შეჩერებული გარკვეული მოსაზრებების გამო, იმიტომ, რომ უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით ვიცით რა მოხდა, მან უნგრეთის ეკონომიკაზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა და ახლა ორბანის მთავარი ამოცანა არის, რომ შიდა პოლიტიკური არეულობები ჩააცხროს.ვიცით, რომ დაწყებულია ანტიორბანისეული გამოსვლები და რაღაცნაირად შეეცდება ეროკავშირთან ურთიერთობა დაალაგოს. ამიტომაც, მე არ ველოდები უნგრეთის თავმჯდომარეობიდან რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს და ძვრებს. ერთადერთი რაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს აქედან, უნგრეთმა უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესსს, ანუ როგროც თავმჯდომარე ქვეყანამ, თავისი სიტყვა შეაწიოს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნას წევრობის თაობაზე, თუმცა, რამდენად მოხდება ეს, აქ უკვე ბევრი კითხვა ისმის“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ანალიტიკოსის შეფასებით, პროგნოზის გამოთქმა ახლა რთულია, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ პროცესების ფონზე, რაც ახლა მიდის, უკრაინის ომი და ამ ომის შედეგად ევროპის, პრაქტიკულად, აშშ-ის ვასალად გადაქცევა, მისი ეკონომიკის გაუარესება და ბევრი სხვა ნეგატიური მოვლენები, რის გამოც ევროპელ ამომრჩევლებს ქამრების შემოჭერა მოუწიათ, შესაძლოა, ამ არჩევნებზე წარმატების შანსი გაუჩნდეთ ევროსკეპტიკურ ძალებს, ანუ ევროიზოლაციონისტებს.„მათ შეიძლება მოიპოვონ რაღაცა დამატებითი მანდატები, მაგრამ საბოლოოდ, რამდენად აღმოჩნდება ეს გადამწყვეტი ევროპარლამენტის კონფიგურაციის შექმნისას, ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ის გამოკითხვები, რასაც გავეცანი ევროპარლამენტის არჩევნების წინ, მკაფიო სურათს არ იძლევა. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ იმას, რომ ის ოდიოზური ევროპარლამენტარები, რომლებიც ახლა არიან და იქ საქართველს ხელისუფლებას ებრძვიან, შესაძლოა, იქ აღარ იყვნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.წყარო: FOR.GE

1713963150

რა დაგეხმარებათ ბიზნესის დაწყებაში

ბიზნესის წარმოებაში ნაკლებად ჩახედული ადამიანისათვის საუკეთესო გამოსავალია პროფესიონალების დახმარება, რათა საქმე სწორად განვითარდეს. ბიზნესის წარმოება უამრავი ადმინისტრაციული საკითხის სწორად დაგეგმვას საჭიროებს.ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია სწორი სამეწარმეო სტრუქტურის შერჩევა, ისეთის რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალსწინებული საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები.დამწყები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის ასეთ ინფორმაციასთან წვდომა ხშირად საკმაოდ რთულია, და ბევრ დეტალში გარკვევას მოითხოვს. განსაკუთრებით კი ეს ეხება ისეთ ბიზნესებს, რომლის მომხმარებლებიც უცხოელები იქნებიან.საკუთარი დროის ოპტიმალურად გამოყენებისთვისა და პოტენციური რისკის შესამცირებლად შესაბამისი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა ერთადერთი სწორი გამოსავალია.სწორედ ასეთი კომპანიაა ჯორჯაფაი, რომელიც დაგეხმარებათ როგორც ინდმეწარმის, ასევე მცირე მეწარმის რეგისტრაციაში. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ სრული ინფორმაცია მცირე და ინდ მეწარმის უპირატესობებზე - რუსულ ენაზე (Открыть ИП в Грузии) ან ინგლისურ ენაზე (Register an individual entrepreneur in Georgia)ორგანიზაციის სერვისები დისტანციურადაც ხელმისაწვდომია, რაც დროის, ფინანსებისა და ხარჯების ეკონომიისათვის ბევრს ნიშნავს.კომპანია „ჯორჯიაფაი“ დაგეხმარებათ შეარჩიოთ და დაარეგისტრიროთ თქვენი ბიზნესისთვის სასურველი ბიზნეს სტრუქტურა და ისარგებლოთ ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმებით, რაც მეტ დროს მოგცემთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე კონცენტრირებისთვის.კომპანიის ისტორია ჯერ კიდევ 2016 წლიდან იწყება, მას ნელ-ნელა შემოუერთდნენ პროფესიონალები და შეიქმნა მეგობრული გუნდი, რომელმაც უამრავ წარმატებულ სტარტაპ კომპანიას გაუკვლია გზა წარმატებისკენ.ჯორჯიაფაი გთავაზობთ რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი დროის დანახარჯის გარეშე შეძლოთ თქვენი ბიზნესის დარეგისტრირება და ეტაპობრივად გადადგათ წარმატების მომტანი ნაბიჯები.კომპანიასთან დაკავშირება ძალიან მარტივია - ეწვიეთ საიტს და შეძლებთ, უმარტივესად გაეცნოთ მომსახურებათა ნუსხას, რომელსაც ჯორჯიაფაი გთავაზობთ;საიტზე ასევე წარმოდგენილია საქართველოში ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო სრული ინფორმაცია.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონული ფოსტის მისამართი და უშუალოდ მიმართოთ კომპანიას.გისურვებთ წარმატებას! 

1713961772