Home » საზოგადოება (page 277)

საზოგადოება

“სახელმწიფო უნდა შეეცადოს ჯანდაცვის ტვირთი კერძო სექტორს გადაუნაწილოს”

“სახელმწიფო უნდა შეეცადოს ჯანდაცვის ტვირთი კერძო სექტორს გადაუნაწილოს”

ჯანდაცვის ალტერნატიულ დაფინანსებაზე საუბარი და ფიქრი და მოქმედება დღესვეა დასაწყები და  საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში, შედეგი დადებითი იქნება ყველა მხარისთვის, – სახელმწიფოსთვის, ბენეფიციარისთვის, ჯანდაცვის ობიექტისთვის თუ სადაზღვევო სექტორისთვის ჯანდაცვის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საყოველთაო ჯანდაცვის და  ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები ის პროექტებია, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს ყველა ოჯახს უშუალოდ შეეხო და პოზიტიურად აისახა პაციენტების როგორც ჯანმრთელობის, ისე ...

Read More »

ფაჩულია თბილისში NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიას გახსნის

ფაჩულია თბილისში NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიას გახსნის

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას დიდუბეში, წერეთლის 105-ა ნომერში მდებარე სპორტული ბაზა უსასყიდლოდ, 50 წლით გადაეცა, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. დღეს პრემიერი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი და თბილისის მერიის წარმომადგენლები ...

Read More »

წელს სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა

წელს სუბსიდია პირდაპირ მევენახეებზე გაიცემა

,,წელს ყურძნის უხვი მოსავალია და ხარისხიც საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვან და მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება განაპირობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უარყოფითად აისახა – მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე. შესაბამისად, დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ ...

Read More »

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა – ”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა - ”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება

ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა.   11-16 აგვისტოს  ბათუმი, ”ჰით  ბათუმის 2015“ პროექტის ფარგლებში  5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს  მასპინძლობდა. სპექტაკლები ღია ცის ქვეშ – ერთი კვირის განმავლობაში ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასები მართავდნენ. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართა ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებისა და დამსვენებლების ...

Read More »

 17-23 აგვისტოს  „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში  ელექტრონული მუსიკის დღეები გაიმართება

 17-23 აგვისტოს  „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში  ელექტრონული მუსიკის დღეები გაიმართება

17-23 აგვისტოს, ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. კვირეული ზღვისპირა ქალაქში „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში გაიმართება. 18-19 აგვისტოს, ბათუმს  პაროვ სტელარის ბენდის წევრი – მაქს ზი საქსი ეწვევა, რომელიც საკუთარ რეპერტუარს საფესტივალო კლუბ “Take Five” – ში შეასრულებს.  ის ამავე დროს პაროვ სტელარის ბენდის წევრია,  უკრავს საქსაფონზე. მან ასევე პაროვ სტელარისგან დამოუკიდებლად შექმნა  ორკაციანი ჯგუფი,  საქსაფონითა და დრამერით.  ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებს ელექტრონულ ...

Read More »

თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, გიორგი ქადაგიძემ დადებული შეთანხმება დაარღვია

,,ნაციონალური მოძრაობა” და ეროვნული ბანკი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟს ერთობლივად ახორციელებენ”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არაფორმალურ ვითარებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად არაერთხელ გამართულა. როგორც მეჭიაურმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო ასეთ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რეფინანსირების  სესხები შეთანხმებულად გაიცემოდა, თუმცა გიორგი ქადაგიძემ ეს პირობა მეორე დღესვე დაარღვია. “სიმართლე გითხრათ, ჩვენთან საუბრისას  გულწრფელიც კი მომეჩვენა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღემდე “ნაციონალური ...

Read More »

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება. მისი თქმით, ვაკე-საბურთალოს გზის გახსნისთვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. “თამარაშვილი- გმირთა მოედნის გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, სადაც ორი კომპანია მუშაობს. ერთი კომპანია უშუალოდ სახიდე გადასასვლელს აკეთებს, სადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო გზამ, ხოლო მეორე კომპანია მუშაობს გზების გამორეცხილი ნაწილის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზის ერთი ...

Read More »

2015 წლის საუკეთესო ტურისტული ქალაქები

2015 წლის საუკეთესო ტურისტული ქალაქები

ამერიკულმა ჟურნალმა Travel+Leisure 2015 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვენა. ჟურნალის მკითხველებმა მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად იაპონიის ქალაქი კიოტო დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ კიოტო ჟურნალის რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია ლიდერობს. ამერიკული ჟურნალის მკითხველთა თქმით, კიოტოს განუმეორებელ ბაღებს ანალოგი არ აქვთ. ქალაქში ასევე განთავსებულია 2 ათასზე მეტი ბუდისტური ტაძარი და თითქმის ყველა მათგანი იმდენად უნიკალურია, რომ ტურისტებს არჩევანის გაკეთება უჭირთ. მკითხველები ასევე ხაზს ...

Read More »

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის – რომელ ფაკულტეტებზე იქნება ყველაზე მაღალი კონკურსი

44 ათასი მისაღები ადგილიდან 18 849 ვაკანტური დარჩა

 მიმდინარე წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს. წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა.   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპიკერის სოფო დოლიძის განცხადებით, ათეულშია: საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა და ფსიქოლოგია, ტურიზმი, კომპიუტერული მეცნიერებები.   მისივე ინფორმაციით, წელს სიახლეები უკავშირდება უფასო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს. მოთხოვნა გაიზარდა ისეთ საგანმანათლებლო ...

Read More »

ელექტროენერგიის ფასის ზრდას თელასიც ითხოვს

თბილისში ელექტროენერგიის ახალი ტარიფი 3 სექტემბერს გახდება ცნობილი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კომპანია “თელასის” განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება. განხილვა საჯაროა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. ეს განხილვა იმართება “თელასის” მიერ შეტანილი სატარიფო განაცხადის ფარგლებში – კომპანია მისი მომსახურების სფეროში არსებული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი განხილვები უკვე გაიმართა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის განაცხადის საფუძველზე და რეგიონებისთვის ...

Read More »