Home » საზოგადოება (page 10)

საზოგადოება

დავით ნარმანია: 10-ქულიანი სისტემიდან ჩემ თავს 8 ქულას დავუწერდი

დავით ნარმანია: 10-ქულიანი სისტემიდან ჩემ თავს 8 ქულას დავუწერდი

თბილისის მერი დავით ნარმანია მერის პოსტზე საკუთარ საქმიანობას 10-ქულიანი სისტემიდან 8 ქულით აფასებს. როგორც ნარმანიამ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, 2 ქულა, რაც საკუთარი საქმიანობის შეფასებას დააკლო, ორი დაპირების შეუსრულებლობას უკავშირდება. „მე საერთოდ, ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც უფრო მეტს ვაკეთებ, სულ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში არ ვასვენებდი. სულ მინდოდა ახალი ...

Read More »

“კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ბანკების მიერ განხორციელებული სპეკულაციური ოპერაციები იყოს”

"კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ბანკების მიერ განხორციელებული სპეკულაციური ოპერაციები იყოს"

ეკონომიკური ექსპერტი ლევან კალანდაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ბანკების მიერ განხორციელებული სპეკულაციური ოპერაციები იყოს. ამის შესახებ კალანდაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში ლარის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა. ”ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის პასუხგაუცემელი კითხვები სპეკულაციებთან დაკავშირებით. ეს არის მესამე ფაქტორი ვალუტის გაუფასურების. ყველას, ვისაც შეუძლია ოპერაციები განახორციელოს, აწყობს ეს. ეროვნული ბანკი თვითონ ვაჭრობას არ ახდენს, ბლუმბერგზე ...

Read More »

ბერა ივანიშვილი: ჩემი სტუდიის აპარატურას ვჩუქნი პირველ არხს

ბერა ივანიშვილი: ჩემი სტუდიის აპარატურას ვჩუქნი პირველ არხს

ბერა ივანიშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის იმ აპარატურაზე საუბრობს, რომელიც თავის საკუთრებაშია და საზოგადოებრივ მაუწყებელზეა მიქირავებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “მოგესალმებით ყველას, ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია იმედმა, ტექნიკის გარკვეული ...

Read More »

“ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას”

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას"

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე განაცხადა. თურქეთის ლიდერის თქმით, პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას. „დღეს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების მოცულობა 240 მილიონ ტონას აღემატება. ამ ტვირთების 10 პროცენტის ტრანსპორტირებაც რომ მოხდეს „საშუალო დერეფნით“, რომელიც ჩვენს ქვეყნებზე გადის, ჩვენ დამატებით 24 ...

Read More »

კახა კალაძე: პრემია არის თანამშრომლის წახალისება, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი

კახა კალაძე: პრემია არის თანამშრომლის წახალისება, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი

თბილისის ახლად არჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, პრემია არის თანამშრომლის წახალისება, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი. “პრემია ზოგადად არის წახალისება, რასაც მე მივესალმები. უნდა ჰქონდეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ თანამშრომელი, რომელიც შენ სტრუქტურაში მუშაობს, წაახალისო. თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი და ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული”,- განაცხადა კალაძემ.

Read More »

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი - ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება. ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ...

Read More »

დასავლური სანქციების გამო “როსნეფტი” იძულებულია, აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე უარი თქვას

დასავლური სანქციების გამო "როსნეფტი" იძულებულია, აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე უარი თქვას

ევროკავშირის სანქციების გამო უდიდესი რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტი” იძულებულია, შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებაზე უარი თქვას. კომპანია, მინიმუმ, 5 წლით აჩერებს 55 მლრდ დოლარის პროექტს, რის გამოც დიდი იმედგაცრუებაა ოკუპირებულ აფხაზეთში, რადგანაც ამ პროექტით “როსნეფტს” აფხაზეთის შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები უნდა დაეწყო, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება კი დიდ იმედს ამყარებდა მასზე “რესპუბლიკის” ეკონომიკური აყვავებისა და გამდიდრების მოლოდინში. პროექტის თანახმად, ...

Read More »

“თუ ხეების ჭრის აღსაკვეთად რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ”

"თუ ხეების ჭრის აღსაკვეთად რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ"

ბორჯომის ხეობაში თუ ხეების ჭრის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” დაწერა. ”გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ...

Read More »

„თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება“

„თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება“

თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი არ არის არსებითად თბილისის მერიის განსახორციელებელი პროექტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განუცხადა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კალაძემ აღნიშნა, რომ შემოვლითი რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით პროექტი „საქართველოს რკინიგზამ“ უნდა განახორციელოს. „შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით არასწორი კომუნიკაცია ხდებოდა. ეს არ არის არსებითად მერიის განსახორციელებლი პროექტი, ეს უნდა განახორციელოს „საქართველოს რკინიგზამ“. ის პროექტი, რომელიც ...

Read More »

ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესით მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათითაც ისარგებლებენ

ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესით მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათითაც ისარგებლებენ

1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად მკაცრდება ადმინისტრირება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს ლიბერალური მიდგომები , – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა საგზაო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. შალვა ხუციშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ...

Read More »