Home » საზოგადოება

საზოგადოება

როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ, კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ?

როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ, კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ?

სამართლებრივი რეგულაციები ისეთი უნდა იყოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკის რეფორმის შეფასებისას განაცხადა. ხუნდაძის შეფასებით, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი სერიოზული საფრთხის შემცველია. „ნარკოტიკების მომხმარებლები ციხეში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამართლებრივი რეგულაციები იმგვარი უნდა იყოს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზარდოს. რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ...

Read More »

„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი თელავში

„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი თელავში

თელავში, ვარდისუბნის წრიულ მოძრაობასთან, „თეგეტას“ განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მომხმარებელს დახვდება  უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქცია, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო. სერვის ცენტრის განახლების პროექტში 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 30-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებმაც პროფესიული გადამზადება გაიარა თეგეტა აკადემიაში. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და შეუძლია დღის განმავლობაში 40-მდე ავტომობილს მოემსახუროს. თელავის განახლებულ  ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ...

Read More »

საქართველოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

საქართველოში ყველაზე დიდი სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ორლიანდაგიანი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი გვირაბი, ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია. მათივე ინფორმაციით, გვირაბის მშენებლობას „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო ახორციელებს. პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი. ...

Read More »

ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან, პანკისის ხეობაში მცხოვრებს ეკუთვნის

ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან, პანკისის ხეობაში მცხოვრებს ეკუთვნის

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან გამაგრებულები, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ასლანბეგ ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “რეგინფოს” ჯაბრაილოვის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს. ჯაბრაილოვის ახლობლების ინფორმაციით, ასლანბეგმა ბინა ერთი თვის წინ გააქირავა მისი ცოლისძმის, 38 წლის რ. გ–შვილის დახმარებით, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია. მასთან დაკავშირებას, ოჯახის წევრები წუხელ გვიან საღამოდან ვეღარ ახერხებენ. გამოცემა ჯაბრაილოვის ...

Read More »

გული და ნება

გული და ნება

შეიძლება თუ არა, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე იყოს იმდენივე შემოსავალი, რამდენიც არის ლიხტენშტაინში, ლუქსემბურგში ან თუნდაც სინგაპურში? შეიძლება თუ არა, საქართველო და, კერძოდ, თბილისი იყოს კავკასიის რეგიონის ფინანსური ცენტრი? შეიძლება თუ არა, საქართველოში იყოს ისეთივე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, როგორიც არის სინგაპურში, ჰონკონგში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში? შეიძლება თუ არა, საქართველოში მოღვაწეობდნენ ისეთი კომპანიები, როგორიც არის “ამაზონი”, “ვოლმარტი” ან თუნდაც ...

Read More »

ელიავას ბაზრობა შესაძლოა ისნისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე გადავიდეს

ელიავას ბაზრობა შესაძლოა ისნისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე გადავიდეს

ელიავას ბაზრობის გადატანა ორ ლოკაციაზეა დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენგეგმაშია საუბარი. კერძოდ, როგორც განახლებულ გენგეგმაშია აღნიშნული, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის – ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ (მეტროსადგურ ისანსა და ქვემო სამგორს შორის); ხოლო მეორე ნაწილის – ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, გურამიშვილის გამზირსა და ფეიქართა ქუჩას შორის გადატანა. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში „სითი ...

Read More »

სახიფათო ტვირთების გადამზიდავ მძღოლებს სპეციალური გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

სახიფათო ტვირთების გადამზიდავ მძღოლებს სპეციალური გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 14 ნოემბრის ბრძანებით სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამები დაამტკიცა. სპეციალურ სწავლებას დაექვემდებარება მძღოლთა ის კონტინგენტი, რომელთაც შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ და ახორციელებენ ან აპირებენ განახორციელონ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა. ბრძანების მიხედვით, იქნება მომზადების საბაზო კურსი, ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი და პირველი კლასის (ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები) ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის მომზადების ...

Read More »

“სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს”

"სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს"

თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა, რომელსაც მთავრობა საზოგადოებას სთავაზობს, გაუაზრებელია. ”ეს სქემა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს, ვფიქრობ გაუაზრებელია და არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართ. არ შეიძლება ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარო ბუნებრივი რესურსების მართვა. ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის დაინტერესებულია, ეს რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს. რესურსები ...

Read More »

2020 წლიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში შესასვლელად ავტორიზაცია უნდა გაიარონ

2020 წლიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში შესასვლელად ავტორიზაცია უნდა გაიარონ

ევროკავშირის საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის – 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ...

Read More »

“ქუმსიშვილის განცხადება ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს”

"ქუმსიშვილის განცხადება ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს"

ეკონომისტი ლევან კალანდაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ფორვარდულ გარიგებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადების ინტრპრეტირებას ეხმაურება. “დიდ ბოდიშს გიხდით “შენიშვნისთვის”, მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტი, თუ საინფორმაციო სააგენტო ბოლო პერიოდში დადებულ ფორვარდულ გარიგებებზე დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევთ… თითქოს, ეკონომიკის მინისტრი ლარის გაუფასურებას ბაზარზე ფორვარდული გარიგებებით ხსნის. არ არის ეს სწორი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაში, რომ “საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგეგები ...

Read More »