Home » ბიზნესი (page 4)

ბიზნესი

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის

 სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან პირველ სუპერმარკეტსხსნის. ახალგახსნილ „სმარტში“ 20-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზებაუპირველესი საზრუნავია. დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება. ...

Read More »

ბათუმში, ყოფილი ტრამპ-თაუერი ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით აშენდება

ბათუმში, ყოფილი ტრამპ-თაუერი ბიძინა ივანიშვილის ფონდის დაფინანსებით აშენდება

ბათუმში ყოფილი  Trump Tower პროექტს გიორგი რამიშვილი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად განახორციელებს. თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია. რამდენიმე დღის წინ გიორგი რამიშვილმა  CNBC-ის ეთერში თქვა, რომ 100 მილიონიანმა კომპლექსმა  Silk Tower-ის სახელი მიიღო, თუმცა სახელის ცვლილების მოუხედავად კონცეფცია უცვლელია. შენარჩუნდა ის არქიტექტურაც, რომელიც  Trump Organization-თან იყო შეთანხმებული. ტრამპის ორგანიზაციასთან სალიცენზიო ხელშეკრულების შეწყვეტა 2017 წლის დასაწყისში ...

Read More »

უახლოეს მომავალში “კოკა კოლა” ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს

უახლოეს მომავალში "კოკა კოლა" ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს

“კოკა-კოლა” სახალხო სასმელია და ვთვლი, რომ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს მისი შემოსავლიდან ბენეფიტი” თემურ ჭყონია ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.  25 წელზე მეტია, რაც აქტიურად არის ჩართული ბიზნესში და კარგად იცნობს ქართული ბიზნესის ყველა ნიუანსს. “კოკა კოლა”, “მაკდონალდსი”, “კასტელი” და კიდევ მრავალი სხვა ბიზნესი, რომელიც მან სხვადასხვა დროს შექმნა და განავითარა, თან ისე, რომ მუდმივად ოსტატურად ახერხებდა არსებითად გამიჯვნოდა პოლიტიკურ ...

Read More »

„თიბისი ბანკმა“ საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

„თიბისი ბანკმა“ საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

„თიბისი ბანკმა“ ხელი მოაწერა 106.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულებებს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან. როგორც  „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ეს არის „თიბისი ბანკის“ გრძელვადიანი პარტნიორის, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიერ ორგანიზებული სინდიცირებული სესხის მეორე ხელშეკრულება. სასესხო პროდუქტი OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) ერთად სინდიცირებით შეიქმნა. ტრანზაქციის სხვა მონაწილეები ასეევ არიან: Symbiotics, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ...

Read More »

ქართული წარმოების უნაკერო მილები ექსპორტზე ევროკავშირის შემდეგ აშშ-შიც გავა

ქართული წარმოების უნაკერო მილები ექსპორტზე ევროკავშირის შემდეგ აშშ-შიც გავა

ქართული წარმოების მილები ექსპორტზე აშშ-ში გავა ქართული წარმოების უნაკერო მილები, რომლის დამამზადებელია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ექსპორტზე აშშ-ში ნოემბრის თვეში გავა. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანა ევროკავშირში უკვე გაიტანა 20 ათას ტონამდე უნაკერო მილები. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიდევ ერთი პროდუქცია – არმატურა, ექსპორტზე მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში გადის, რადგან სხვა ქვეყნებში მისი გატანა არარენტაბელურია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ხოლო ამერიკაში ყოველთვიურად ...

Read More »

გორის ავტობანზე პირველი სწრაფი ელექტროდამტენი რამდენიმე დღეში ამოქმედდება

გორის ავტობანზე პირველი სწრაფი ელექტროდამტენი რამდენიმე დღეში ამოქმედდება

საქართველოში პირველი სწრაფი ელექტროდამტენი გორის ავტობანზე უკვე დამონტაჟდა. როგორც კომპანია E-space-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ნატა კასრაძე აღნიშნავს, ელექტროდამტენი, რომელიც „სოკარის“ ქსელში განთავსდა, ექსპლუატაციაში ოქტომბრის ბოლომდე შევა. მისი თქმით, მათი კომპანია ელექტროდამტენების ქსელის გაზრდას 100-მდე გეგმავს. „ჩვენ დამტენების ქსელს ვავითარებთ და უკვე 30-მდე ქალაქის დამტენი გვაქვს დამონტაჟებული. სამომავლოდ გვინდა, რომ მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდოს. სხვადასხვა ქალაქები უკვე ავითვისეთ. ამ ეტაპზე ...

Read More »

მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა

მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ოპერატორებისთვის ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა

მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს – გთავაზობთ კომისიის განცხადებას უცვლელად: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ურთიერთჩართვის ახალი ტარიფები დაადგინა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ატარებს კონკურენციის კვლევას და ანალიზს, ადგენს მნიშვნელოვანი ძალაუფლების ...

Read More »

25 ოქტომბერს თბილისში პირველი სპეციალიზირებული Fishmarket-ი იხსნება 

25 ოქტომბერს თბილისში პირველი სპეციალიზირებული Fishmarket-ი იხსნება 

თბილისში პირველი სპეციალიზირებული Fishmarket-ი იხსნება  25 ოქტომბერს Fishmarket-ი დაიწყებს ფუნქციონირებას, ხოლო 20 ნოემბერს ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი. Fishmarket-ში წარმოდგენილი იქნება ერთი სივრცე, სადაც შეძლებთ როგორც ზღვის პროდუქტების, ასევე სხვა გასტრონომიული პროდუქციის შეძენას “Fishmarket-ში დაგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც ორგანული წესით მოყვანილი თევზი, ასევე გარეული ზღვის პროდუქტები შავი და ხმელთაშუა ზღვების, ჩრდილო-ყინულოვანი და ინდოეთის ოკეანეებიდანჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მომხმარებლებისთვის ...

Read More »

SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

სუპერმარკეტების საერთაშორისო  ბრენდი „SPAR“საქართველოს საცალო ვაჭრობაში ახალ ფორმატს ამუშავებს: უბნის ფორმატის მარკეტშივე ინტეგრირებული კაფეს სივრცე. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით სახლთან ახლოს ფორმატის მარკეტში არსებული მინი კაფეს სივრცე დღეს მსოფლიო საცალო ვაჭრობაში კარგად დამკვიდრებული ტენდენციაა. „თანამედროვე მომხმარებელი ძალიან დაკავებულია, მას მუდმივად  ეჩქარება. დღის განმავლობაში ადამიანმა ბევრი რამე უნდა მოასწროს. კვებისთვის ხშირად დრო არ გვრჩება დაეს ჩვენს ჯანმრთელობასვნებს.სპარის მარკეტებში ჩვენ ტრადიციულ ვაჭრობას დავუმატეთ ...

Read More »

თამბაქოს ლეგალური ბიზნესი სუსტდება, კონტრაბანდული შემთხვევები კი მატულობს

თამბაქოს ლეგალური ბიზნესი სუსტდება, კონტრაბანდული შემთხვევები კი მატულობს

თამბაქოზე აქციზის გაზრდის შემდეგ თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდულად შემოდინების შემთხვევებმა იმატა. დარგში მომუშავე სპეციალისტები კონტრაბანდულად თამბაქოს ნაწარმის შემოდინების მთავარ მიზეზად თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას ასახელებენ, რომელსაც ხელს უწყობს რეგიონში თამბაქოს პროდუქციაზე დაბალი ფასი. მიმდინარე წელს, სამი კვრატლის საერთო მონაცემებით, თამბაქოს იმპორტი 23%-ითაა შემცირებული. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდულად შემოტანის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ...

Read More »